VIDEO: ჩავის და კლოპის დებიუტები - ნიდერლანდები და გერმანია ფრეს დასჯერდნენ
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ერთა ლიგის პირველ ტურში ნიდერლანდებსა და გერმანიას შორის გამარჯვებული არ გამოვლინდა.
შეხვედრა იმით იყო პირველ რიგში გამორჩეული, რომ ორივე ნაკრების სათავეში მწვრთნელს დებიუტი ჰქონდა - ნიდერლანდების ნაკრებმა პირველად ითამაშა ჩავი ერნანდესის ხელმძღვანელობით, გერმანიას კი კლოპმა უხელმძღვანელა პირველად.
შეხვედრა მე-12 წუთზე ვირჯილ ვან დაიკის თავური გოლით გაიხსნა, თუმცა მსაჯმა გოლი მეკარეზე თავდასხმის გამო გააუქმა.
32-ე წუთზე ფელიქს ნმეჩამ საჯარიმოში არეულობით ისარგებლა და გერმანიის ნაკრები დააწინაურა. გოლის გატანიდან ხუთ წუთში გერმანიას მეორეს გატანის შანსიც ჰქონდა, თუმცა კარიმ ადეიემიმ ცარიელ კარში ვერ შეძლო ბურთის სწორად გადაგზავნა.
როცა ყველაფერი გერმანიის მინიმალური გამარჯვებისკენ მიდიოდა, 90+2 წუთზე კოდი გაკპომ შეძლო ანგარიშის გათანაბრება და ჩავი სადებიუტო მატჩში მარცხისგან იხსნა.
ამრიგად, გუნდები თითო ქულას დასჯერდნენ და ჯგუფში საბერძნეთი გალიდერდა, რომელმაც პარალელურ მატჩში სერბეთს 2:1 მოუგო.