VIDEO: საფრანგეთმა ზიდანის ერა გამარჯვებით გახსნა - მბაპე დაიმტვრა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ერთა ლიგის პირველ ტურში საფრანგეთმა სტუმრად თურქეთი 1:0 დაამარცხა.
მატჩის ერთადერთი გოლი 54-ე წუთზე კილიან მბაპემ გაიტანა, რომელმაც მუხლი დაიზიანა და გოლიდან ხუთ წუთში შესაცცვლელი გახდა. მის ნაცვლად მინდორზე დეზირე დუე გამოჩნდა.
დეშამისგან განსხვავებით, ზიდანმა განსხვავებული 4-3-3 ტაქტიკით ითამაშა, კილიან მბაპე მარცხენა ვინგერად გამოიყენა, ცრუ ცხრიანის პოზიციაზე კი უსმან დემბელე გაამწესა.
საგოლე პასით თავი მაიკლ ოლისემ გამოიჩინა.
მატჩის მიწურულს მასპინძლები 10 კაცით დარჩნენ, როცა უხეშობისთვის მოედნიდან უგურჯან ჩაკირი გააძევეს.