VIDEO: მანჩინიმ იტალიაში დაბრუნება მშრალი მარცხით „აღნიშნა"
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
რობერტო მანჩინის იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნების შემდეგ პირველივე შეხვედრა მარცხით დასრულდა.
სკუადრა ადძურა ერთა ლიგის მატჩში ბელგიასთან 0:2 დამარცხდა.
სერია A-ში მოასპარეზე კევინ დე ბრუინემ და შარლ დე კეტელარემ თითო საგოლე გადაცემა მიითვალეს, გოლები კი პსჟ-ს შემტევმა მიკა გოდტსმა და ბენფიკას ვინგერმა დოდი ლუკებაკიომ გაიტანეს. შეხვედრა რომში, სტადიო ოლიმპიკოზე გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა მეტოქეზე მეტჯერ დაარტყეს კარში: 21 დარტყმა 19-ის წინააღმდეგ. თუმცა, შესვენებამდე სრულიად საპირისპირო სურათი იყო - ბელგიელებს 14 დარტყმა ჰქონდათ, იტალიელებს კი მხოლოდ 5.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ სადებიუტო იყო ეს მატჩი ბელგიის ნაკრების ახალი მწვრთნელის, მარკ ვან ბომელისთვისაც.