თბილისში მიმდინარე პარაძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენმა ლევან გუგავამ (J2, 81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.
ევროპის ორგზის ჩემპიონმა ქართველმა ფალავანმა ფინალურ დაპირისპირებაში ყაზახი მეტოქე დაამარცხა, რითაც საქართველოს ნაკრებს მიმდინარე ტურნირზე რიგით მეორე უმაღლესი სინჯის მედალი მოუტანა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე, 25 სექტემბერს, ჩვენი გუნდი ოქროთი საბა ბაღდავაძემ (J1, 81 კგ) ასახელა.
პარაძიუდოისტთა მსოფლიო პირველობა საქართველოს დედაქალაქში დღეს, 27 სექტემბერს სრულდება.