დავით სახვაძე წლის საუკეთესო მსაჯად დასახელდა.
ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ (FIE), დაშნით ფარიკაობაში, წლის საუკეთესო მსაჯად დავით სახვაძე დაასახელა.
წლის საუკეთესო მსაჯის ჯილდო დავით სახვაძეს 22 ნოემბერს გადაეცემა.
22 ნოემბერს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, FIE-ს საერთაშორისო კონგრესი იმართება, სადაც ქართველ მსაჯს დაშნით კუთვნილ ჯილდოს გადასცემენ.
აღნიშნულ კონგრესზე მიემგზავრებიან საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ ბაზაძე და გენერალური მდივანი ნინო ჯერენაშვილიც.
