ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

სპარტაკ სტეფლიანის საფეხბურთო გზა საფრანგეთამდე
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

სპარტაკ სტეფლიანის საფეხბურთო გზა საფრანგეთამდე

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

გაგაცნობთ სპარტაკ სტეფლიანის გზას, რომელიც წლების შრომამ, მოთმინებამ, ბრძოლამ და არაერთი სირთულის გადალახვამ შექმნა.


სპარტაკ სტეფლიანი 2007 წლის 22 სექტემბერს, თბილისში დაიბადა.


ფეხბურთის თამაში მან 8 წლის ასაკში, თბილისის დინამოში დაიწყო. სწორედ იქ გადადგა პირველი ნაბიჯები დიდ ფეხბურთში.


3 წლის განმავლობაში მან საფუძველი ჩაუყარა საკუთარ საფეხბურთო გამოცდილებას, შეიყვარა გუნდური თამაში და პატარა ასაკიდანვე გაიაზრა, რომ მხოლოდ ნიჭი საკმარისი არ არის - წარმატებას ყოველდღიური შრომა, დისციპლინა და მიზნისკენ მუდმივი სწრაფვა სჭირდება.



შემდეგ მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა და ოჯახი საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა.


ახალი ქვეყანა, ახალი ენა, განსხვავებული გარემო და გაცილებით დიდი კონკურენცია სპარტაკისთვის სერიოზული გამოწვევა იყო. თუმცა მან ადაპტაცია შეძლო და მთავარი მიზანი არც ერთი წუთით არ დაუკარგავს.


თავდაპირველად მან შილტიგაიმში ითამაშა, შემდეგ კი სტრასბურგში გადავიდა, სადაც უფრო მაღალი დონის საფეხბურთო გამოცდილება მიიღო.


მაგრამ სწორედ მაშინ, როდესაც ყველაფერი წინ მიდიოდა, მის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოცდა გამოჩნდა.


სპარტაკმა ფეხის თითი მოიტეხა. 4 თვის განმავლობაში ფეხბურთს ჩამოშორდა, გარკვეული პერიოდი კი სიარულიც უჭირდა.


სპარტაკს მოტივაცია არ დაუკარგავს. მოთმინებით გაიარა რეაბილიტაციის რთული პერიოდი და როდესაც მოედანზე დაბრუნების დრო მოვიდა, დაბრუნდა კიდევ უფრო დიდი სურვილითა და მონდომებით.


შემდეგ სპარტაკი FAIG-ის კლუბში გადავიდა და U17 გუნდში დაიწყო თამაში.


მისი პროგრესი მალევე გამოჩნდა და გარკვეული პერიოდის შემდეგ უფროს გუნდში თამაშის შესაძლებლობაც მიიღო. ეს მის კარიერაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო.


მას უკვე უწევდა უფრო გამოცდილ, ფიზიკურად ძლიერ და ჩამოყალიბებულ ფეხბურთელებთან კონკურენცია.


FAIG-ში გატარებული 2 წლის განმავლობაში სპარტაკმა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა ტექნიკა, ფიზიკური მომზადება და თამაშის ხედვა.


და სწორედ აქ იწყება მისი ისტორიის კიდევ ერთი საინტერესო თავი…


ზოგჯერ ერთი სრულიად ჩვეულებრივი დღე შეიძლება დიდი ისტორიის დასაწყისი აღმოჩნდეს.


,,ერთ დღეს ჩვენმა ნათესავმა, ნიკა წურწუმიამ, ჩვენს სახლში თავისი მეგობარი იბრაჰიმ ტურე მოიყვანა.


იბრაჰიმი ახალგაზრდა ფეხბურთელებთან სპორტულ მრჩევლად მუშაობს. წლების განმავლობაში მან ფეხბურთის სამყაროში ფართო კავშირები ჩამოაყალიბა და დღეს ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელთან მუშაობს, ეხმარება მათ განვითარებაში და ცდილობს, მათთვის საჭირო შესაძლებლობების კარი გახსნას.


2022 წელს მან ერთ ახალგაზრდა ფეხბურთელს ტურინის იუვენტუსში მისცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა, შემდეგ კი სხვა არაერთ ახალგაზრდა ფეხბურთელთანაც გააგრძელა მუშაობა და სხვადასხვა კლუბთან დააკავშირა.


იმავე პერიოდში ნიკა და იბრაჰიმი სპარტაკის თამაშის სანახავად წავიდნენ. ჩვენთვის ეს უბრალოდ მორიგი მატჩი იყო. მაგრამ იბრაჰიმის გამოცდილ თვალს სპარტაკის შესაძლებლობები შეუმჩნეველი არ დარჩენია.


თამაშის დასრულების შემდეგ მან გვითხრა:


თუ შესაძლებლობა იქნება, დაინტერესებული ხართ, რომ სპარტაკი რედ სტარის სინჯებზე გავიდეს?


დაუფიქრებლად დავთანხმდით.


გავიდა რამდენიმე თვე… და ერთ დღეს მოვიდა ის ამბავი, რომელსაც ველოდით - სპარტაკმა პარიზში, რედ სტარში ერთკვირიან სინჯებზე მიწვევა მიიღო.


თუმცა რედ სტარი მის წინაშე არსებული ერთადერთი შესაძლებლობა არ ყოფილა.


სპარტაკს პარი სენ-ჟერმენში გადასვლის შესაძლებლობაც ჰქონდა. მან ამხანაგურ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა და გოლიც გაიტანა.



მიუხედავად ამისა, იბრაჰიმმა რედ სტარის გზა ამჯობინა. მისი გადაწყვეტილების უკან კონკრეტული ხედვა იდგა - რედ სტარში სპარტაკს უფრო მეტი სათამაშო დრო ექნებოდა, რათა მოედანზე თავისუფლად გამოეხატა საკუთარი შესაძლებლობები, დაეგროვებინა გამოცდილება და ეტაპობრივად განვითარებულიყო.


ასე ჩავიდა სპარტაკი პარიზში. პირველ დღეს მსუბუქი ვარჯიში და გუნდთან გაცნობა ჰქონდა. მეორე დღეს - მატჩი.


და შემდეგ დადგა მესამე დღე… ტელეფონი რეკავს. გვირეკავს იბრაჰიმ ტურე და გვეუბნება:


სპარტაკი აიყვანეს - ის რედ სტარ U20-შია.



რამდენიმე თვის წინ ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი შესაძლებლობა იყო. ახლა კი ეს შესაძლებლობა რეალობად იქცა." - იხსენებს სპარტაკის დედა, ქალბატონი ნატო.


სპარტაკის გზა თბილისის დინამოდან დაიწყო. შემდეგ იყო საფრანგეთი, შილტიგაიმი, სტრასბურგი, მძიმე ტრავმა და 4-თვიანი პაუზა, დაბრუნება, FAIG, სენიორებთან თამაში, პსჟ-ის შესაძლებლობა და დღეს - რედ სტარ U20.


მაგრამ ეს ისტორიის დასასრული არ არის. ეს ახალი თავის დასაწყისია.


ყველაფერი, რაც აქამდე ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა გაიარა, მხოლოდ აქ მოსასვლელად იყო საჭირო. ახლა კი სპარტაკმა უნდა დაამტკიცოს, რომ ეს შანსი შემთხვევით არ მიუღია და მაღალ დონეზე თამაში შეუძლია.


ამპლუით ნახევარმცველმა ქართველმა, რომელსაც როგორც ,,რვიანის" პოზიციაზე, ისე მარჯვენა ფლანგზე თამაში შეუძლია, მიმდინარე სეზონში რედ სტარის 20-წლამდელთა გუნდში რამდენიმე მატჩი უკვე ჩაატარა.


რაც შეეხება რედ სტარის მთავარ გუნდს, ისინი საფრანგეთის ლიგა 2-ის 7 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე არიან და ლიგა 1-ში დაწინაურებისთვის იბრძვიან. ისინი მხოლოდ ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენს ჩამორჩებიან.


ქართველი ფეხბურთელი კი ასაკობრივ გუნდში თავის გამოჩენის შემთხვევაში მთავარ გუნდში შანსს მიიღებს.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ლიგა 2
ქართული ფეხბურთი
საქართველო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

გურამ გაბესკირია - ფეხბურთელობიდან ეროვნულ გმირობამდე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

გურამ გაბესკირია - ფეხბურთელობიდან ეროვნულ გმირობამდე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,დიდი გზის გავლა დამჭირდა" - სვანაძის პირველი პრესკონფერენცია ნაკრებში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,დიდი გზის გავლა დამჭირდა" - სვანაძის პირველი პრესკონფერენცია ნაკრებში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ქართველი მსაჯის საერთაშორისო აღიარება ფარიკაობაში

•ქართული

ქართული

ქართველი მსაჯის საერთაშორისო აღიარება ფარიკაობაში
•ქართული

ქართული

ისტორია დაიწერა - საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

•ქართული

ქართული

ისტორია დაიწერა - საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
•ქართული

ქართული

News image

9 სთ წინ

გურამ გაბესკირია - ფეხბურთელობიდან ეროვნულ გმირობამდე

News image

6 სთ წინ

,,დიდი გზის გავლა დამჭირდა" - სვანაძის პირველი პრესკონფერენცია ნაკრებში

News image

3 სთ წინ

ქართველი მსაჯის საერთაშორისო აღიარება ფარიკაობაში

News image

2 სთ წინ

ისტორია დაიწერა - საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

კომენტარები

ლინკის დაკოპირება