• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
,,დიდი გზის გავლა დამჭირდა" - სვანაძის პირველი პრესკონფერენცია ნაკრებში
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

,,დიდი გზის გავლა დამჭირდა" - სვანაძის პირველი პრესკონფერენცია ნაკრებში

43 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

უეფას ერთა ლიგის მე-2 ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები დინამო არენაზე უკრაინას უმასპინძლებს.


მატჩის წინ ეროვნული გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ, პრესკონფერენცია გამართა.


სანიოლზე


"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ვილი სანიოლს გაწეული სამუშაოსთვის. პირველი მწვრთნელია, ვინც ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა.


ეს უდიდესი წარმატება იყო და მისი დამსახურება ამაში ძალიან დიდია. მას წარმატებას ვუსურვებ მომავალში."


ნაკრებში დანიშვნაზე


"ძალიან ხშირად მქონდა იმის შანსი, რომ ვყოფილიყავი ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში და ეს ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო.


მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ნდობისთვის, რომელიც იყო, არის და შემდეგშიც იქნება ჩემ მიმართ.


რამაზ სვანაძე მარტივად არ მოსულა იქ, სადაც ახლა არის. ძალიან დიდი გზის გავლა დამჭირდა იმისთვის, რომ აქამდე მოვსულიყავი. ამიტომ, მგონია, რომ მზად ვარ. დანარჩენს გამოაჩენს შედეგები.“


ტაქტიკაზე


"ტაქტიკაზე არ ვისაუბრებ და არ შევეხები ამას. ველოდები, რომ გვექნება სწორი რეაქცია იმაზე, თუ რაც მოხდა ბოლო დღეების განმავლობაში.


სამწუხაროდ, მარცხით დავიწყეთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ გამოსწორებისკენ. ყოველთვის მუშაობს მწვრთნელის ცვლილების ფაქტორიც და ამიტომ, ველოდები ერთიანობას და ყველას მხრიდან.


პირველი, რაც მინდა გაკეთდეს, სწორედ ეს არის, ხოლო საფეხბურთო ასპექტები შემდგომში სალაპარაკო თემები იქნება“.


მიზნები


,,ჩემი სამწვრთნელო შტაბის გეგმა იქნება, რომ მივიღოთ სტაბილურობა. სტაბილურობის მიღწევა ძალიან რთულია, ნაბიჯ-ნაბიჯ გასავლელი გზაა, მაგრამ სწორი მუშაობით შესაძლებელია”.


უკრაინასთან მატჩზე


,,ჩემი მთავარი მისია და მიზანია, რომ საქართველოს ნაკრები ნებისმიერ თამაშზე გავიდეს დადებითი შედეგისთვის.


ვიცი, რომ სულ ასე ვერ იქნება, მაგრამ მინდა, გუნდი მენტალურად ისე აეწყოს, რომ სანაკრებო დონეზე ნებისმიერი თამაში უნდა იყოს მნიშვნელოვანი. სწორედ ამაზე ვაპირებთ ყველაფრის დაშენებას“.


უკრაინაზე


,,მწვრთნელის შეცვლის შემდეგ უკრაინის თამაში შეიცვალა, შეინიშნება პროგრესი. უფრო მეტად ბურთის ფლობაზე აგებული თამაში აქვს, ამიტომ, შესაბამისად, ვემზადებით. რთულ თამაშს ველოდებით, მაგრამ ჩვენ, ჩვენი გეგმა გვექნება”.


იეგოიანზე


,,ირაკლი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, შეიძლება არ იყოს სასტარტოში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არაა. დანარჩენი თამაშის დღეს გამოჩნდება”.


დროზე


,,ნებისმიერ გუნდს სჭირდება ყველაფრის გაუმჯობესება, ზოგადად ასეა. რა თქმა უნდა, ყველა მწვრთნელი სხვადასხვაინარად ხედავს ამ ყველაფერს.


საჭიროა დრო, რომელიც სამწუხაროდ, ახლა არ გვაქვს, მაგრამ მომდევნო თვეში გვექნება”.


ოქროს ბურთზე


,,ოქროს ბურთი ხვიჩა კვარაცხელიამ უნდა მოიგოს და მინდა, ეს ვუსურვო. პლუს ამას, მინდა, რომ ხვალ წარმატება ვუსურვო არა მარტო ხვიჩას, არამედ ყველას".


მიმართვა გულშემატკივრებს


,,გულშემატკივარს მინდა მივმართო: ვიცი, თუ რამდენად ძნელია ქართველისთვის იყოს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, მაგრამ ასევე ვიცი, თუ რა შეუძლია ქართველ გულშემატკივარს, როცა ერთიანია.


საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა საამაყოა, მაგრამ უდიდესი პასუხისმგებლობაცაა. დარწმუნებული ვარ, ერთად ყოფნით ყველაფერი

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ერთა ლიგა
საქართველოს ეროვნული ნაკრები
ქართული ფეხბურთი
რამაზ სვანაძე

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

კვარას ემოციური დამშვიდობება სანიოლთან: "ჩვენ კვლავ შევხვდებით"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარას ემოციური დამშვიდობება სანიოლთან: "ჩვენ კვლავ შევხვდებით"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა შანსი გვაქვს ევროზე მოხვედრის? - საფეხბურთო სიმულატორის პროგნოზი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა შანსი გვაქვს ევროზე მოხვედრის? - საფეხბურთო სიმულატორის პროგნოზი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

21-წლამდელთა კომენტარები მძიმე მარცხზე: "ქართველ გულშემატკივარს დიდ ბოდიშს ვუხდით"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

21-წლამდელთა კომენტარები მძიმე მარცხზე: "ქართველ გულშემატკივარს დიდ ბოდიშს ვუხდით"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სანიოლის თანაშემწის ლამაზი წერილი ქართველ ხალხს: "მივდივარ მადლიერებითა და მშვენიერი მოგონებებით სავსე გულით"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სანიოლის თანაშემწის ლამაზი წერილი ქართველ ხალხს: "მივდივარ მადლიერებითა და მშვენიერი მოგონებებით სავსე გულით"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

3 სთ წინ

კვარას ემოციური დამშვიდობება სანიოლთან: "ჩვენ კვლავ შევხვდებით"

News image

2 სთ წინ

რა შანსი გვაქვს ევროზე მოხვედრის? - საფეხბურთო სიმულატორის პროგნოზი

News image

2 სთ წინ

21-წლამდელთა კომენტარები მძიმე მარცხზე: "ქართველ გულშემატკივარს დიდ ბოდიშს ვუხდით"

News image

2 სთ წინ

სანიოლის თანაშემწის ლამაზი წერილი ქართველ ხალხს: "მივდივარ მადლიერებითა და მშვენიერი მოგონებებით სავსე გულით"

კომენტარები

ლინკის დაკოპირება