ერთა ლიგის ახალი სეზონის პირველმა ტურმა საქართველოს ნაკრების შანსებზე უარყოფითად იმოქმედა.
ცნობილი საფეხბურთო სიმულატორისა და ანალიტიკური საიტის, footballranked.com-ის მონაცემებით, ევრო 2028-ის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსები 54 ქვეყანას შორის ყველაზე მეტად სწორედ საქართველოს დაუზარალა. შანსები 7.8%-ით შემცირდა.
შანსები ადრე: 32.3%
შანსები I ტურის შემდეგ: 24.5%
მიზეზი: ერთა ლიგის სასტარტო მატჩში განცდილი მარცხი და გუნდის ფრანგი მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პოსტიდან წასვლა.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პირველმა ტურმა გუნდის პოზიციები სერიოზულად შეარყია.
მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი ვარდნისა, საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ალბათობა (24.5%) ჯერ კიდევ უფრო მაღალპროცენტიან ნიშნულზე რჩება, ვიდრე, მაგალითად, ჩრდილოეთ ირლანდიის (22%), რომელთანაც ნაკრებმა წააგო.
ამ კუთხით დადებითი ტენდენცია აქვთ ჩვენი ჯგუფის კონკურენტებს: უკრაინას შანსები 6.7%-ით, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდიას 5.8%-ით გაეზარდა. მეორე ადგილზე დაზარალებულთა შორის ჩვენი ჯგუფის კიდევ ერთი წევრი, უნგრეთია (-6.7%), თუმცა მათი შანსი ჯერ კიდევ 50%-ზე მეტია.