საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა საბერძნეთთან 0:3 მარცხის შემდეგ ევროპის 2027 წლის ჩემპიონატზე გასვლის შანსი თეორიულადაც დაკარგა.
მატჩის დასრულებისას ფეხბურთელებმა თამაშსა და რამაზ სვანაძის ეროვნულ ნაკრებში დანიშვნაზე ისაუბრეს:
ვახტანგ სალია:
თამაში ძალიან ცუდად დავიწყეთ, შემდეგ ვცდილობდით თამაშში დაბრუნებას, რაც არ გამოვიდა, რისთვისაც ქართველ გულშემატკივარს ჩემი და გუნდის სახელით ძალიან დიდ ბოდიშს ვუხდი. ვეცდებით, რომ მომდევნო ორ მატჩში გამოვასწოროთ... რამაზ სვანაძეს დიდი სიამოვნებით გავყვებოდი ეროვნულ ნაკრებში [იღიმის], ჩემი ოცნებაა ეროვნულ ნაკრებში თამაში და იმედია, მალე იქნება.
ალექსანდრე ნარიმანიძე:
10 წუთში გავუშვით ორი გოლი, რაც ფსიქოლოგიურად ძნელი იყო. გვქონდა კარგი მომენტები, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ და წავაგეთ... რამაზ სვანაძე ფანტასტიკური მწვრთნელია და იმსახურებდა ეროვნულ ნაკრებს, რადგან ორჯერ ევროპის ჩემპიონატზე გვათამაშა.
ნიკოლოზ დადიანი:
არ ველოდით სწრაფად გოლების გაშვებას, რაც ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია, რადგან სხვა რამ გვქონდა დაგეგმილი. კლასის, ფიზიკური მომზადების მხრივ გვაჯობეს... რამაზ სვანაძეს მადლობა ჩემი და გუნდის სახელით. წარმატებებს ვუსურვებ, რომელსაც დარწმუნებული ვარ, მიაღწევს.
გურამ ჯაფარიძე:
0:3 არ უნდა წაგვეგო. მომენტები გვქონდა, საიდანაც გოლის გატანა შეგვეძლო. მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ფსიქოლოგიურად არ ვიყავით მზად იმისთვის, რაც საბერძნეთმა შემოგვთავაზა... რა თქმა უნდა, სასიხარულოა ეროვნულ ნაკრებში სვანაძის დანიშვნა, ბატონი რამაზი იმსახურებდა ამ ყველაფერს თავისი შედეგებით, მიდგომით და პროფესიონალიზმით.
ახალგაზრდული ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით ორ გასვლით მატჩს 1-ელ ოქტომბერს ჩრდილოეთ ირლანდიასთან, ხოლო 6 ოქტომბერს გერმანიასთან გამართავს.