საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ვილი სანიოლის წასვლას ემოციურად გამოეხმაურა.
კვარაცხელია:
მადლობა, ვილი! ერთად ბევრი რამ გავიარეთ, დავძლიეთ სხვადასხვა სირთულე, პირადად მე და ჩემმა თანაგუნდელებმა ავიხდინეთ ბავშვობის ოცნება და ჩვენი ქვეყნის სახელი ევროპის ჩემპიონატზე გავიტანეთ, ეს შენთან ერთად მოვახერხეთ და ამ წარუშლელი ისტორიის მონაწილეები ერთად გავხდით.
ეს სიხარული და ემოცია, რომელიც ქართველ ხალხთან ერთად გავიზიარეთ, ყოველთვის გამორჩეულ ისტორიად დარჩება. ამ პერიოდისთვის და ერთად გატარებული წლებისთვის განსაკუთრებულ მადლობას გიხდი, ეს საფეხბურთო თავგადასავალი არასდროს დაგვავიწყდება. წარმატებებს გისურვებ მომავალში, ჩვენ კვლავ შევხვდებით.
შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის წასვლის შემდეგ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე გახდა, რომელიც გუნდს 2028 წლის ბოლომდე უხელმძღვანელებს.