• ფეხბურთიNEW
  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი
NEW

ფეხბურთი

ქვიზები

სიახლეები

ფეხბურთი

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
სინერმა დაადასტურა - როდემდე ვერ ითამაშებს იტალიელი?
ჩოგბურთიჩოგბურთი

სინერმა დაადასტურა - როდემდე ვერ ითამაშებს იტალიელი?

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

იანიკ სინერმა დაადასტურა, რომ მუხლის ტრავმის გამო მკურნალობის კურსს გადის და 2026 წლის სეზონის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.


ATP-ის რეიტინგის პირველ ნომერს ივლისში, უიმბლდონზე დიდი სლემის მე-5 ტიტულის მოპოვების შემდეგ აღარ უთამაშია.


მოგვიანებით იტალიელმა ჩრდილოეთ ამერიკის ჰარდის ტურნირები და აზიური ტურნე სრულად გამოტოვა.


სინერმა გულშემატკივრებს მიმართა და განმარტა, რომ სამედიცინო გუნდთან ერთად გადაწყვიტა, მკურნალობა საუკეთესო გამოსავალი იყო, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში საკუთარი კარიერის დაცვა სურს.


„ექიმებთან ერთად გადავწყვიტე, რომ მუხლზე მკურნალობის კურსი მჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემთვის 2026 წლის სეზონი ოფიციალურად დასრულებულია,“ - განაცხადა სინერმა სოციალურ ქსელში.


„ბოლო რამდენიმე წელმა, განსაკუთრებით კი ტურინში სეზონის დასრულებამ, ძალიან ბევრი ლამაზი განცდა და ემოცია მაჩუქა. წელს ყველაფერი სხვაგვარად იქნება.


თუმცა, ამ მომენტში ჩემს გრძელვადიან კარიერაზეც უნდა ვიფიქრო. ყველაფერს გავაკეთებ, რათა 100 პროცენტით მზად დავბრუნდე. წინასწარ მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და იმედი მაქვს, კორტზე ძალიან, ძალიან მალე გიხილავთ.


სინერი ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის მოქმედი ორგზის ჩემპიონია. 2024 და 2025 წლებში მან ტურინში ტიტულისკენ მიმავალ გზაზე არცერთი სეტი არ წააგო.


25 წლის იტალიელს წლის შემაჯამებელ ტურნირზე 15 მოგება და მხოლოდ 2 მარცხი აქვს.


მიმდინარე სეზონში სინერმა მასტერსის ზედიზედ 5 ტურნირი მოიგო 0 ინდიან უელსში, მაიამიში, მონტე-კარლოში, მადრიდსა და რომში და Career Golden Masters შეასრულა.


ამ პერიოდში მან კარიერაში საუკეთესო, 30-მატჩიანი მოგებათა სერია დააფიქსირა, რომელიც როლან გაროსის მე-2 წრეში ხუან მანუელ სერუნდოლოსთან მარცხით დასრულდა.


მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა უიმბლდონზე შესანიშნავი პასუხი გასცა, სადაც ფინალში ალექსანდერ ზვერევი დაამარცხა და ბალახის კორტზე გამართულ დიდი სლემის ტურნირზე კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა. თუმცა, მას შემდეგ იტალიელს ოფიციალურ მატჩში აღარ უთამაშია.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ჩოგბურთი
სინერი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ბასილაშვილმა პირველი სეტი მოიგო, შემდეგ კი... - რა მოხდა ჩენგდუს ტურნირზე?

•ქართული

ქართული

ბასილაშვილმა პირველი სეტი მოიგო, შემდეგ კი... - რა მოხდა ჩენგდუს ტურნირზე?
•ქართული

ქართული

ბასილაშვილის წარმატებული სტარტი შანხაიში

•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

ბასილაშვილის წარმატებული სტარტი შანხაიში
•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

ბასილაშვილის წარმატება შანხაის მასტერსზე

•ქართული

ქართული

ბასილაშვილის წარმატება შანხაის მასტერსზე
•ქართული

ქართული

მარიამ ბოლქვაძის კიდევ ერთი წარმატება - რთული საკვალიფიკაციო ბარიერი გადალახულია

•ქართული

ქართული

მარიამ ბოლქვაძის კიდევ ერთი წარმატება - რთული საკვალიფიკაციო ბარიერი გადალახულია
•ქართული

ქართული

News image

28 სექ, 2026

ბასილაშვილმა პირველი სეტი მოიგო, შემდეგ კი... - რა მოხდა ჩენგდუს ტურნირზე?

News image

05 ოქტ, 2026

ბასილაშვილის წარმატებული სტარტი შანხაიში

News image

3 სთ წინ

ბასილაშვილის წარმატება შანხაის მასტერსზე

News image

3 სთ წინ

მარიამ ბოლქვაძის კიდევ ერთი წარმატება - რთული საკვალიფიკაციო ბარიერი გადალახულია

კომენტარები

ლინკის დაკოპირება