ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ქალაქ მეცში მიმდინარე ჩელენჯერის კატეგორიის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო.
ქართველი ჩოგბურთელი ტურნირზე მე-3 ნომრადაა განთესილი, 1/16 ფინალურ ეტაპზე კი ნიდერლანდელ მაქს ჰუკსს (ATP-ის რეიტინგის 220-ე ნომერი) რთულ ორსეტიან შეხვედრაში აჯობა - 7:6; 6:4.
ბასილაშვილი 1/8 ფინალში ელოდება მეტოქეს, რომელიც ფრანგი კელვინ ემერისა (268-ე) და იტალიელი ფრანჩესკო პასაროს (158-ე) შეხვედრის შემდეგ გაირკვევა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის ამჟამინდელ რეიტინგში 85-ე პოზიციას იკავებს.