პოპულარული საფეხბურთო პლატფორმა Fotmob-ის ინფორმაციით, 2027 წლის ზაფხულში ლივერპულს მეკარეების პოზიციაზე საკმაოდ რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, რამაც შესაძლოა, გიორგი მამარდაშვილის მომავალზეც პირდაპირ იმოქმედოს.
გამოცემა წერს, რომ ალისონ ბეკერს, რომლის მოქმედი კონტრაქტიც მომავალ ზაფხულს იწურება, კლუბთან ხელშეკრულების გახანგრძლივება სურს.
ამავდროულად, 26 წლის ქართველი მეკარე, რომელიც კარიერის საუკეთესო საფეხბურთო ასაკშია, სათადარიგოთა სკამზე ყოფნით უკმაყოფილოა და სურს, მის მომავალთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება იქნეს მიღებული.
Fotmob-ის შეფასებით, ლივერპულის მთავარ მწვრთნელს, ანდონი ირაოლასა და კლუბის ხელმძღვანელობას შექმნილ ვითარებაში მესამე, ალტერნატიული გამოსავალიც აქვთ.
მერსისაიდულმა კლუბმა გასულ ზაფხულს ბელგიური გენკიდან 18 წლის ტალანტი, ლუკა ბრუგმანსი 30 მილიონ ევროდ შეიძინა და მიმდინარე სეზონში იჯარით კვლავ ბელგიურ გუნდში დატოვა.
ბრუგმანსმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ განაცხადა:
საბოლოო ჯამში, ჩემი მიზანი ლივერპულის პირველი მეკარეობაა. ამის მისაღწევად ჯერ კიდევ ბევრი ნაბიჯი მაქვს გადასადგმელი და ამისთვის საუკეთესო ადგილი ახლა გენკია.
სტატიაში აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ლივერპული მამარდაშვილს გაყიდის, კლუბს შეუძლია ალისონს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს, ხოლო ახალგაზრდა ბელგიელი მეკარე მომდევნო სეზონიდან ბრაზილიელის გვერდით განავითაროს ისევე.