VIDEO: რა შედეგით დასრულდა 17-წლამდელთა გადამწყვეტი მატჩი ევროს შესარჩევზე?
9 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდი წარმატებით დასძლია.
გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილმა 17-წლამდელებმა 3-გუნდიანი ჯგუფის ორივე მატჩში ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩაატარეს და ორივე ფრედ დაასრულეს - ავსტრიასთან (0:0) და ყაზახეთთან (1:1).
ჩვენები ყაზახებთან გამართულ დღევანდელ მატჩში ანდრია ოჩიგავამ 42-ე წუთზე დააწინაურა, მეტოქემ კი ანალოგიური კომბინაციის შემდეგ 87-ე წუთზე გაათანაბრა.
საქართველო: შოთა მეტონიძე, გიორგი აბულაძე, ნიკოლოზ კობზონაძე, ანდრია ფოცხვერია (კაპ.), ალექსანდრე ჩიქოვანი, დავით მაჭარაშვილი, ანდრია ოჩიგავა (გიორგი ღუნაშვილი; 71), დემეტრე ქურასბედიანი (ჯუმბერ დუმბაძე; 87), გური კაკაბაძე (ერეკლე კაკულია; 62), გაბრიელ გოგუა, ნიკოლოზ სახვაძე. მთ. მწვრთნელი: გიორგი ჩიტაური.
შედეგად, საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში ყაზახეთის ჯგუფის პირველადგილოსნის რანგში გავიდა, რადგან ავსტრიას 7:0 მოუგო და 4 ქულა დააგროვა, ხოლო საქართველომ საგზური 2 ქულითა და მეორეადგილოსნის სტატუსით მიიღო.