საქართველოს ნაკრებმა ჩინეთში გამართულ ბატუტზე ხტომის მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი მოიპოვა.
17-დან 21-წლამდე ასაკის მონაწილეთა სინქრონული ხტომების კატეგორიაში ჩემპიონობა მაია ბოჭორიძისა და მარიამ რაგიმოვას წყვილმა იზეიმა.
14 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში კი ოქროს მედალი მარიამ გაბრიაძისა და ელენე კირთაძის წყვილმა მოიგო.