საქართველოს ნაკრებისა და ნიდერლანდური ექსელსიორის ნახევარმცველმა, ირაკლი ეგოიანმა ადგილობრივ გამოცემა Tubantia-სთან ინტერვიუში ეროვნულ გუნდში არსებულ კონკურენციასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა ხაზი გაუსვა საქართველოს ნაკრების ლიდერების მაღალ დონეს და აღნიშნა, რომ მათგან ბევრის სწავლა შეუძლია:
საქართველოს ნაკრებს როცა ეხება საქმე, პირველ რიგში ყველა ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს, მაგრამ ასევე გვყავს გიორგი მიქაუტაძე, გიორგი მამარდაშვილი და ზურიკო დავითაშვილი. ყველა მათგანი ჩემპიონთა ლიგის დონის ფეხბურთელია. ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი ვისწავლო მათგან, თუ რა გადაწყვეტილებებს იღებენ საკუთარ ნახევარზე და მეტოქის ნახევარზე.
ეგოიანმა ასევე შეეხო სანაკრებო პაუზებთან დაკავშირებულ ფიზიკურ დატვირთვებს და მცირე სათამაშო დროსაც გამოეხმაურა:
მცირე სათამაშო დრო ნაკრებში? მომთმენი ვარ და არ ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა ვითამაშო. რეალურად ვაფასებ ყველაფერს და ვიცი, რომ ნაკრებში ძლიერი კონკურენციაა და სხვა ფეხბურთელებისგან უნდა ვისწავლო. ამ სანაკრებო პაუზასაც პროგრესისთვის გამოვიყენებ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ეგოიანს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მიმდინარე წელს უკვე 6 შეხვედრა აქვს ჩატარებული, მისი დებიუტი კი ივნისში, რუმინეთის წინააღმდეგ შედგა.