ლივერპულის უნგრელმა ვარსკვლავმა, დომინიკ სობოსლაიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემა "ტაიმაუტთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს ნაკრებზე, ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა.
სობოსლაიმ კვარაზე განაცხადა:
კვარაცხელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ ორჯერ მოიგო, გასაოცარი მარცხენა გარემარბი და მსოფლიო დონის ფეხბურთელია. სამწუხაროა, რომ ტრავმირებულია. მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო.
მან ასევე ხაზი გაუსვა გიორგი მამარდაშვილთან მეგობრულ ურთიერთობასაც:
რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, მასთან ყოველდღე ვატარებ დროს. ის ჩემი კარგი მეგობარი და ძალიან კარგი მეკარეა, რომელიც საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა.