ლივერპულის უნგრელმა ვარსკვლავმა, დომინიკ სობოსლაიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემა "ტაიმაუტთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს ნაკრებზე, ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა.
უნგრეთის ნაკრების კაპიტანმა აღნიშნა:
საქართველომ აჩვენა, რომ მას ყველაფერი შეუძლია. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ქართველებმა წარმოუდგენელი ისტორია დაწერეს.
დომინიკ სობოსლაიმ საქართველოსთან თამაშზე კი განაცხადა:
ჩვენთვის იოლი თამაში არ ყოფილა. პირველ ტაიმში მეტოქე უკეთ გამოიყურებოდა. ეს ბოლო პერიოდში ჩვენი ყველაზე ცუდი პირველი ტაიმი იყო. თუმცა გასახდელში ბიჭებს ვუთხარი, რომ უნდა გამოვფხიზლებულიყავით, გვებრძოლა და ორთაბრძოლები მოგვეგო. სტანდარტული მდგომარეობები კი ყოველთვის ქმნის გოლის გატანის შესაძლებლობას და ჩვენ ეს შანსი გამოვიყენეთ.