უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა სამბისტებმა სპორტულ, საბრძოლო და პარასამბოში ბრწყინვალე შედეგი აჩვენეს.
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 11 - 5 ოქროს, 2 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალია.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამბოს ეროვნულმა ნაკრებმა 30 წლის შემდეგ პირველად შეძლო და მამაკაცებს შორის საბრძოლო სამბოში გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
სპორტული სამბოში ოქროს მედლები ვახტანგ ჩიდრაშვილმა (58 კგ), ავთანდილ მუკბანიანმა (64 კგ), ელიზბარ (ჯაბა) თურქიამ (71 კგ) და უჩა ტაბატაძემ (+98 კგ) მოიპოვეს.
ვერცხლის მედლები კი ელენე ქებაძემ (+80 კგ - სპორტული სამბო) და არჩილ გოგოლაშვილმა (98 კგ - საბრძოლო სამბო). აღსანიშნავია, რომ არჩილ გოგოლაშვილი პირველი ქართველი მამაკაცია, რომელმაც საბრძოლო სამბოში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იასპარეზა.
ბრინჯაოს მედლები ბექა ძაგანიშვილმა (88 კგ - სპორტული სამბო), გიორგი ეგნატაშვილმა (88 კგ - საბრძოლო სამბო) და სოფიო ბაღიშვილმა (50 კგ - საბრძოლო სამბო) დაისაკუთრეს. სოფიო ბაღიშვილი საქართველოს სამბოს ისტორიაში პირველი ქალია, რომელმაც საბრძოლო სამბოში მსოფლიოს ჩემპიონატზე მედალი მოიპოვა.
პარასამბოში გიორგი გამჯაშვილი (79 კგ) მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ის პირველი ქართველია, ვინც ამ დისციპლინაში ქვეყანას ოქროს მედალი მოუტანა. ამავე მიმართულებით ბრინჯაოს ჯილდო რამინ ყიფშიძემ (98 კგ) მოიპოვა.