იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
46 წლის რონალდინიო ფეხბურთს უბრუნდება
ფეხბურთიფეხბურთი

46 წლის რონალდინიო ფეხბურთს უბრუნდება

13 ნოე, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

46 წლის ლეგენდარული ბრაზილიელი, რონალდინიო 2015 წლის შემდეგ პირველ ოფიციალურ საფეხბურთო მატჩს ჩაატარებს.


კვირას, იტალიის სერია C-ს კლუბი რავენა ადგილობრივ დერბიში ფორლის დაუპირისპირდება და გულშემატკივრებისთვის უკვე დადასტურებულია, რომ ოქროს ბურთის მფლობელი მოედანზე პირველივე წუთებიდან გამოვა.

ბარსელონას და მილანის ყოფილი შემტევი რავენაში აგვისტოში, როგორც ინვესტორი, ისე მივიდა, თუმცა მისი საფეხბურთო ამბიციები ამით არ დასრულებულა. კლუბის მფლობელის, იგნაციო ჩიპრიანის თქმით, რონალდინიოს მიზანი რომანტიკულია, მას სურს კარიერაში საიუბილეო, მე-300 გოლი გაიტანოს. ჩიპრიანიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მარკეტინგული ტრიუკი ნამდვილად არ არის და ლეგენდა მოედანზე მხოლოდ გულშემატკივრების მოსაზიდად არ გავა.

რავენას მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა მანდორლინიმ განაცხადა, რომ ბრაზილიელი სამკაციან თავდასხმის ხაზში ითამაშებს, ხოლო იმას, თუ რამდენი წუთი დაჰყოფს ის მოედანზე, უშუალოდ მატჩის მსვლელობისას გადაწყვეტენ. რონალდინიო იტალიაში პარასკევს ჩავიდა და თანაგუნდელებთან ერთად კვირის მატჩამდე მხოლოდ ერთ ვარჯიშს ჩაატარებს. აღსანიშნავია, რომ გუნდის თავდამსხმელის, სიმონე რაბის განცხადებით, მატჩში დანიშნულ ნებისმიერ პენალტს სწორედ ბრაზილიელი ვარსკვლავი შეასრულებს.

ბრუნო ბენელის სახელობის სტადიონზე ისტორიული მოვლენისთვის საგანგებოდ ემზადებიან. გულშემატკივრების დიდი რაოდენობის გამო არენაზე დროებითი ტრიბუნაც კი დაამონტაჟეს, რათა მსოფლიო ჩემპიონის, შესაძლოა უკანასკნელი, საფეხბურთო შოუ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იხილოს. ცნობისთვის, 13 ტურის შემდეგ რავენა სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს და წარმატებული სერიის გაგრძელებას უკვე რონალდინიოსთან ერთად ეცდება.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

რონალდინიო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ვინისიუსმა ლეგენდას გადაასწრო

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ვინისიუსმა ლეგენდას გადაასწრო
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ოფიციალურად: რონალდინიო ფეხბურთს დაუბრუნდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: რონალდინიო ფეხბურთს დაუბრუნდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

2026 წლის კოპას ჯილდო - ვის მისცეს ხმა ოქროს ბურთის გამარჯვებულებმა?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

2026 წლის კოპას ჯილდო - ვის მისცეს ხმა ოქროს ბურთის გამარჯვებულებმა?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: რონალდინიოს ჯადოსნური დაბრუნება მინდორზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: რონალდინიოს ჯადოსნური დაბრუნება მინდორზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

20 ივნ, 2026

ვინისიუსმა ლეგენდას გადაასწრო

News image

20 აგვ, 2026

ოფიციალურად: რონალდინიო ფეხბურთს დაუბრუნდა

News image

31 ოქტ, 2026

2026 წლის კოპას ჯილდო - ვის მისცეს ხმა ოქროს ბურთის გამარჯვებულებმა?

News image

15 სთ წინ

VIDEO: რონალდინიოს ჯადოსნური დაბრუნება მინდორზე

კომენტარები

ლინკის დაკოპირება