ბრაზილიელი ლეგენდა და ოქროს ბურთის მფლობელი, რონალდინიო იტალიაში, კერძოდ კი რომანიას რეგიონში დაეშვა.
მილანიდან კერძო რეისით ჩაფრენილ ვარსკვლავს აეროპორტში კლუბის დელეგაცია და გულშემატკივრები დახვდნენ, რომლებთანაც მან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.
დღეს საღამოს, მარინა დი რავენას სანაპიროზე, რონალდინიოს, როგორც Ravenna FC-ის ახალი ფეხბურთელის, გრანდიოზული პრეზენტაცია გაიმართება. ორგანიზატორების ვარაუდით, სანახაობას 5,000-დან 6,000-მდე გულშემატკივარი დაესწრება.
შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს კლუბმა შოკისმომგვრელი განცხადება გაავრცელა და რონალდინიოს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა:
რონალდინიო ჩვენს კლუბს როგორც ფეხბურთელი, ისე უერთდება, რაც კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია. ეს მხოლოდ სიმბოლური ნაბიჯი არ არის, რონალდინიოს მიზანია, თავისი უკანასკნელი პროფესიონალური გოლი სწორედ რავენას მაისურით გაიტანოს. მისი მოსვლა ნათელი გზავნილია, რომ ჩვენ სერიოზულ პროექტს ვაშენებთ. ყველაზე მომხიბლავი თავი კლუბის ისტორიაში ახლა იწყება
ხვალინდელ დღეს რონალდინიო რიჩონეში გაატარებს, სადაც ერთ-ერთი ღონისძიების სპეციალური სტუმარი იქნება.