ცნობილი საფეხბურთო გვერდი The Touchline ოქროს ბურთის დაჯილდოებასთან დაკავშირებით წერს.
„ოქროს ბურთი ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოა, თუმცა მას მნიშვნელოვანი ცვლილებები სჭირდება!
წარმოგიდგენთ 5 ცვლილებას, რომელიც ამ ჯილდოს გაუმჯობესებას შეუწყობდა ხელს:
1️. გამარჯვებულის გამოცხადება სეზონის დასრულებისთანავე
დაჯილდოების ცერემონია ივლისში უნდა გაიმართოს, როდესაც გასული სეზონის შედეგები, ფეხბურთელების მიღწევები და მათი თამაშები ყველას ჯერ კიდევ კარგად ახსოვს.
2️. ნომინანტთა სიის შემცირება
30 ფეხბურთელის ნაცვლად, ნომინანტთა სია 15 მოთამაშემდე უნდა შემცირდეს. ოქროს ბურთის ნომინანტთა შორის მოხვედრა თავისთავად მნიშვნელოვანი მიღწევა უნდა იყოს.
3️. უფრო დაბალანსებული ხმის მიცემის სისტემის დანერგვა
ფეხბურთელები სეზონის სხვადასხვა ეტაპზე უნდა შეფასდნენ და ყველაფერი მხოლოდ საბოლოო კენჭისყრაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.
ეს უზრუნველყოფს იმას, რომ სათანადოდ დაფასდეს მთელი სეზონის განმავლობაში ნაჩვენები სტაბილური თამაში და არა მხოლოდ რამდენიმე დასამახსოვრებელი მატჩი, რომლებმაც შესაძლოა ბოლო პერიოდში დატოვებული შთაბეჭდილების გამო ამომრჩეველთა გადაწყვეტილებაზე გადაჭარბებული გავლენა მოახდინოს.
4️. შეფასების კრიტერიუმების მეტი გამჭვირვალობა
ფეხბურთელები შემდეგი კრიტერიუმებით უნდა შეფასდნენ:
- უმნიშვნელოვანეს მატჩებში ნაჩვენები თამაში.
- მოპოვებული ტიტულები, გუნდური მიღწევები და ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო კონკრეტული ფეხბურთელის წვლილი ამ წარმატებებში.
5️. ხმის მიმცემთა შერჩევის გაუმჯობესება
უნდა შეიქმნას ავტორიტეტული ჟურნალისტების, ყოფილი ფეხბურთელებისა და საფეხბურთო ანალიტიკოსებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, რომლის წევრებიც რეგულარულად ადევნებენ თვალს ფეხბურთს უმაღლეს დონეზე."