ლიონელ მესიმ 2026 წლის ოქროს ბურთის გამოკითხვაში მეხუთე ადგილი დაიკავა, თუმცა ექვსმა ჟურნალისტმა საუკეთესოდ სწორედ ის დაასახელა.
L’Equipe-ს მიერ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, ინტერ მაიამის არგენტინელი ვარსკვლავი პირველ ადგილზე ბრაზილიის, ბელარუსის, ჩინეთის, არგენტინის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და პანამის წარმომადგენლებმა გაიყვანეს.
ჯილდოს რვაგზის მფლობელმა ჯამში 612 ქულა დააგროვა. ექვსი პირველი ადგილის გარდა, კიდევ 79 ჟურნალისტმა მესი საკუთარ ათეულში შეიყვანა, 15-ის სიაში კი ის ვერ მოხვდა.
ოქროს ბურთის გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა, რომელმაც 1055 ქულა მიიღო. მესის ასევე გაუსწრეს კილიან მბაპემ - 1027 ქულით, ლამინ იამალმა - 881 ქულით და როდრიმ - 726 ქულით.