1996 წლიდან მოყოლებული თითქმის 30-წლიანი ტრადიცია სრულდება.
MLS რადიკალურ ცვლილებებს აანონსებს და 2027 წლიდან სრულად ევროპულ მოდელზე გადადის. ეს ნიშნავს, რომ ამერიკული ჩემპიონატი ერთი კალენდარული წლის (თებერვლიდან დეკემბრამდე) ნაცვლად, ორ წელზე გადანაწილდება - სეზონი ივლისში დაიწყება და მომდევნო წლის მაისში დასრულდება.
ახალი ფორმატი გლობალურ ბაზართან და ევროპულ სატრანსფერო ფანჯრებთან (ზაფხული და ზამთარი) სინქრონიზაციას ისახავს მიზნად. მოთამაშეებსა და მწვრთნელებს ივნისში სრულფასოვანი საზაფხულო შესვენება ექნებათ, რაც ლიონელ მესის, ანტუან გრიზმანისა და რობერტ ლევანდოვსკისნაირი ვარსკვლავებისთვის კარგად ნაცნობი ევროპული რიტმის დაბრუნებას ნიშნავს.
იმისთვის, რომ კალენდარში დიდი წყვეტა არ გამოვიდეს, 2027 წლის ივლისამდე გაზაფხულზე მოკლე, გარდამავალი სეზონი ჩატარდება. ის 19 თებერვალს დაიწყება და 31 მაისს, ფინალური მატჩით დასრულდება. ამ მინი-სეზონში 30 გუნდი 2 ჯგუფად გაიყოფა, თითოეული მათგანი 14 მატჩს (7 შინ, 7 სტუმრად) ჩაატარებს, საუკეთესო რვეულები კი ასპარეზობას პლეი-ოფში გააგრძელებენ. უკვე ივლისიდან კი MLS-ის ისტორიაში პირველი ევროპული კალენდრით დაგეგმილი სეზონი აიღებს სტარტს.