ერლინგ ჰალანდმა ჩემპიონთა ლიგაზე 50-ე გოლი გაიტანა და ტურნირის ისტორიაში შევიდა.
ნორვეგიელმა ფორვარდმა 50-გოლიან ნიშნულზე ასვლა ისტორიაში ყველაზე სწრაფად მოახერხა - ამის გასაკეთებლად მას მხოლოდ 49 მატჩის ჩატარება დასჭირდა.
აქამდე, რეკორდი რუუდ ვან ნისტელროის ეკუთვნოდა, რომელმაც 50 გოლის გატანა 62 მატჩში მოახერხა, ერლინგმა კი მისი შედეგი დიდი უპირატესობით გააუმჯობესა.
ფეხბურთელები, რომლებიც ჩემპიონთა ლიგურ 50 გოლზე ყველაზე სწრაფად ავიდნენ:
1. ჰალანდი - 49 მატჩი
2. ვან ნისტელროი - 62 მატჩი
3. ლეო მესი - 66 მატჩი
4. ლევანდოვსკი - 77 მატჩი
5. მბაპე - 79 მატჩი.