VIDEO: ქოჩორაშვილის დებიუტი და საგოლე პასი - სპორტინგმა დამაჯერებლად იმარჯვა
5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში სპორტინგმა საკუთარ მოედანზე კაირათი მიიღო.
სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი ქოჩორაშვილი, რომელმაც ლიგაზე სადებიუტო მატჩი ჩაატარა. ქართველმა ნახევარმცველმა მე-4 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
21-ე წუთზე მასპინძლებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც მორტენ ჰიულმანმა ვერ გამოიყენა.
44-ე წუთზე სპორტინგმა გოლი მაინც გაიტანა. ქოჩორაშვილის ქუსლის პასის შემდეგ, ტრინკაომ შორიდან გაისროლა და თავის გუნდს პირველი ტაიმი მოაგებინა.
მეორე ტაიმში სპორტინგმა საქმე ბოლომდე მიიყვანა. 3-წუთიან მონაკვეთში ლისაბონელებმა 3 გოლი გაიტანეს. 65-ე წუთზე ტრინკაომ დუბლი შეასრულა, 67-ე წუთზე ალისონ სანტოსმა გამოიჩინა თავი, აქედან ერთ წუთში კი ჯოვანი კენდამ გაზარდა სხვაობა ოთხამდე.
86-ე წუთზე სტუმრებმა პრესტიჟის გოლი გაიტანეს და ედმილსონ სანტოსმა საბოლოო ანგარიში (4-1) დააფიქსირა.
გიორგი ქოჩორაშვილმა მოედანზე 61 წუთი გაატარა და Sofascore-სგან 6.6 შეფასება დაიმსახურა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე 9.7 შეფასებით ტრინკაო გახდა.