ბარსელონამ მანჩესტერ სიტისთან როდრის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია.
2024 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებული კატალონიელებს უახლოეს პერიოდში ოფიციალურად შეუერთდება.
გამოცემა Sport-ის ცნობით, როდრი ბარსელონას ისტორიაში მხოლოდ მეორე ფეხბურთელია, რომელიც გუნდს უკვე მოგებული ოქროს ბურთის სტატუსით უერთდება. ერთადერთი მოთამაშე, ვინც ეს აქამდე შეძლო, ლეგენდარული იოჰან კრუიფი იყო, რომელიც კატალონიელებმა 1973 წელს დაიმატეს.
ისტორიის მანძილზე ყველა სხვა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა (ლიონელ მესიმ, რონალდინიომ, რივალდომ და სხვებმა) მთავარი ინდივიდუალური ჯილდო უშუალოდ ბარსელონაში თამაშის დროს მოიპოვა.
როდრი მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეორე ოქროს ბურთის მოგების ფავორიტია, რაც ბარსელონას შანსს აძლევს, ამ ჯილდოს მოპოვების რაოდენობით მადრიდის რეალის რეკორდი გააუმჯობესოს.