მანჩესტერ იუნაიტედმა რომასა და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველ მანუ კონესთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწია.
ინგლისური კლუბი ტრანსფერის დახურვასთან ძალიან ახლოსაა, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელით არსენალი, ჩელსი და საუდის არაბეთის ალ-აჰლიც ინტერესდებოდნენ.
25 წლის ფრანგმა ნახევარმცველმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრწყინვალედ ითამაშა და ტურნირის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენად იქცა, რამაც მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა.
მანჩესტერ იუნაიტედის მთავარ მწვრთნელ მაიკლ კერიკს ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნების ფონზე ნახევარდაცვის გაძლიერება სურს. გუნდმა უკვე დაიმატა ანდრე სანტოსი და იური ტილემანსი, კონე კი ნახევარდაცვის მესამე მთავარი შენაძენი უნდა გახდეს.
იტალიური Corriere dello Sport-ის ცნობით, ფეხბურთელთან პირადი დეტალები უკვე შეთანხმებულია. რომა გასყიდვის ფასად 60 მილიონ ევროს ითხოვს და ინგლისელებისგან ოფიციალურ წინადადებას ელოდება.