ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა, ოლიმპიადის შემდეგ პირველად ტატამიზე დაბრუნება პირდაპირ ოქროს მედლით აღნიშნა.
ესპანეთში მიმდინარე ლა ნუსიას ევროპის ღია პირველობაზე ლაშა ბექაურმა მიყოლებით დაამარცხა ჯერ საიფ-ისლამ ისლამჰანოვი, შემდეგ იოან ბენესრა, შემდეგ ტიგო რენესი, ჟოაო სეგატელი და ფინალში დანიელ ნიეტო ტრინიდადი.
გადამწყვეტი შეხვედრა ქართველმა ძიუდოისტმა 8 წამში მოიგო და ოქროს მედალიც დაისაკუთრა.
პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე წარმატების შემდეგ ბექაურისთვის ეს პირველი ოფიციალური შეჯიბრი იყო, ის რამდენიმე თვის წინ თბილისის გრენდ სლემზეც აპირებდა გამოსვლას, მაგრამ ბოლო მომენტში ჩაეხსნა.