ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა ბექაური [90 კგ] ბრძოლას 1/8 ფინალში გამოეთიშა.
პირველ დაპირისპირებაში ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ბელარუსი ალექსანდრ სიდორუკი დაამარცხა, შემდეგ კი მერვედფინალურ დაპირისპირებაში იტალიელ კენო კომი ბედელთან დამარცხდა.
ამავე წონაში ასპარეზობას აგრძელებს სხვა ქართველი ჯუდოკა ლუკა მაისურაძე, რომელმაც 1/8 ფინალში ჩეხი კლამერტი დაამარცხა.
ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და მას შემდეგ საქართველომ ორი მედლის მოპოვება შეძლო - ეთერ ლიპარტელიანი ისტორიაში პირველი ქართველი ქალი გახდა, რომელმაც ოქროს მედალი აიღო, ტატო გრიგალაშვილი კი ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.