საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა, ადრიენ რაბიომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის გამართულ მატჩში ინგლისთან დრამატული მარცხის (4:6) შემდეგ ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ ფრანგები პირველი ტაიმის შემდეგ 0:4-ს აგებდნენ, ეს შეხვედრა დიდიე დეშამისთვის ნაკრების სათავეში უკანასკნელი იყო.
„პირველი ტაიმი უბრალოდ სამარცხვინოდ დავიწყეთ. ზოგიერთი ფეხბურთელისგან მოედანზე ისეთი დამოკიდებულება და მიდგომა ვნახე, მსგავსი დონის მატჩებში მანამდე რომ არასდროს შევხვედრივარ.
ეს ძალიან დასანანია, რადგან ტურნირზე საკუთარი თავის ღირსეულად ჩვენების ბოლო შანსი გვქონდა. ამასთან, არ უნდა დავივიწყოთ ის, რასაც უკვე მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, ნახევარფინალში ესპანეთთან მარცხი მწარე იყო, მაგრამ საქმე ბოლომდე უნდა მიგვეყვანა და ასე მოდუნების უფლება არ გვქონდა.
შესვენებაზე აზრები მოვიკრიბეთ, ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ხასიათი უნდა გვეჩვენებინა - გვეჩვენებინა, რა შეგვიძლია. მეორე ტაიმში თამაში გამოსწორდა, თუმცა პირველ ნახევარში ზოგიერთის მიდგომა სრულიად მიუღებელი იყო.
დღეს მადლობა უნდა გადავუხადოთ მთავარ მწვრთნელსა და მის შტაბს. მათ უზარმაზარი სამუშაო შეასრულეს და ეს გუნდი ამდენ ვარსკვლავთან ერთად მწვერვალზე დააბრუნეს - სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
გვინდოდა, გამოსვლა მოგებით დაგვესრულებინა, რათა მწვრთნელი მაჟორულ ნოტაზე წასულიყო, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს წაგება მის რეპუტაციას ფრანგებისა და სპორტული სამყაროს თვალში რამით ჩრდილავს“, - განაცხადა რაბიომ მატჩის შემდეგ.