კარლოს ალკარასი ცინცინატის მასტერსიდან მოიხსნა.
ესპანელი ჩოგბურთელი მაჯის ტრავმისგან გამოჯანმრთელებას აგრძელებს.
ალკარასმა ბოლოს აპრილში, ბარსელონას 500-ქულიან ტურნირზე ითამაშა, მას შემდეგ, რაც იმავე თვეში მონტე კარლოს მასტერსის ფინალში გავიდა.
23 წლის ესპანელს მიმდინარე სეზონში 22 გამარჯვება და 3 მარცხი აქვს და ATP-ის რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს.
ალკარასმა სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო, ავსტრალიის ღია პირველობის მოგებით კარიერული გრანდ სლემი შეასრულა. მელბურნის ტურნირი ერთადერთი დიდი სლემის ტიტული იყო, რომელიც მანამდე მის კოლექციაში აკლდა.
ცინცინატის მასტერსის ძირითადი ბადე 13 აგვისტოს დაიწყება და 23 აგვისტოს დასრულდება. აღსანიშნავია, რომ ალკარასი მოქმედი ჩემპიონია, მან ეს ტიტული გასულ წელს მოიპოვა.
ცინცინატის მასტერსი ამერიკის ღია პირველობის წინ მოსამზადებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გათამაშებაა.