-
Aa
+
ფონტის ზომა
ფორმულა 1-ის სამყაროში სიახლეა. ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ფრანგული გუნდი ალპინი 2026 წლიდან მერსედეს-ბენცის ძრავით იასპარეზებს.
მხარეებს შორის შეთანხმება მრავალწლიან კონტრაქქტზე შედგა და გერმანული მწარმოებელი ფორმულა 1-ის ფრანგულ გუნდს მთელი ახალი რეგულაციის პერიოდში მოამარაგებს, რაც 2026-დან 2030 წლამდე პერიოდს ითვალისწინებს.
აქამდე ალპინი რენოს ძრავით ასპარეზობდა, მომდევნო სეზონი კი მათი თანამშრომლობის ბოლო წელი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ფორმულა 1-ის ბოლო გრანპრი, რომელიც ბრაზილიაში ჩატარდა, ალპინისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. რბოლის ბოლოს პოდიუმზე ფრანგული გუნდის ორივე მრბოლელი, ესტებან ოკონი და პიერ გასლი, მოხვდა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები