სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
დღეს ფორმულა 1-ის სამყაროში ახალი ინფორმაცია გახდა ცნობილი. ზაუბერის გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს ისინი გუანიუ ჟოუსა და ვალტერი ბოტასს დაემშვიდობებიან, მომავალ სეზონში კი ზაუბერის ახალი მრბოლელები ნიკო ჰულკენბერგი და გაბრიელ ბორტოლეტო იქნებიან.
2025 წლის სეზონისთვის უკვე გარკვეულია 20-დან 19 მრბოლელი, ვაკანტური მხოლოდ ერთი ადგილი დარჩა. ჯერ-ჯერობით უცნობია, ვინ შეუწყვილდება იუკი ცუნოდას RB-ში.
რედ ბული - ვერსტაპენი, პერესი
ფერარი - ლეკლერი, ჰემილტონი
მერსედესი - რასელი, ანტონელი
მაკლარენი - ნორისი, პიასტრი
ასტონ მარტინი - ალონსო, სტროლი
ალპინი - გასლი, დუჰანი
უილიამსი - ალბონი, საინსი
RB - ცუნოდა
ზაუბერი - ჰულკენბერგი, ბორტოლეტო
ჰაასი - ბერმანი, ოკონი
ამჟამად RB-ში იუკი ცუნოდას მეწყვილე ლაიამ ლოუსონია, თუმცა მისი 2025 წელს გუნდში დარჩენა გაოფიციალურებული ჯერ არ არის.
ამ მონაცემებით მომავალ სეზონში ფორმულა 1-ს 4 ახალწვეული მრბოლელი ეყოლება: კიმი ანტონელი, ოლივერ ბერმანი, გაბრიელ ბორტოლეტო და ჯეკ დუჰანი. ჯერ-ჯერობით უცნობია, რა ბედი ეწევა ფრანკო კოლაპინტოს, რომელმაც ცოტა ხნის წინ უილიამსში ლოგან სერჟენტი წარმატებულად შეცვალა.
2024 წლის სეზონის საწყისი შემადგენლობიდან გუნდებში ადგილები დაკარგეს ვალტერი ბოტასმა, გუანიუ ჟოუმ, კევინ მაგნუსენმა, დანიელ რიკიარდომ და ლოგან სერჟენტმა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები