ხულიან ალვარესის ტრავმა: ითამაშებს თუ არა ატლეტიკოს ვარსკვლავი არსენალის წინააღმდეგ?
მადრიდის ატლეტიკოსა და არსენალის ნახევარფინალური მატჩი (1:1) ხულიან ალვარესისთვის ტრავმით დასრულდა. არგენტინელმა ფორვარდმა კოჭი დაიზიანა და მოედანი ნაადრევად დატოვა, რამაც საპასუხო შეხვედრის წინ კლუბში განგაში გამოიწვია.
თუმცა, დიეგო სიმეონე ოპტიმისტურად არის განწყობილი. მისი თქმით, ტრავმა სერიოზული არ არის და ალვარესი, ისევე როგორც სხვა დაშავებული მოთამაშეები, ჯულიანო სიმეონე და ალექსანდერ სორლოტი, ლონდონში სათამაშოდ მზად იქნებიან.
მატჩამდე „ბალახის ომიც“ გაჩაღდა: არსენალმა უეფას მოედნის შემოწმება მოსთხოვა, რადგან ეჭვობდნენ, რომ მადრიდელებმა ბალახი შეგნებულად არ გათიბეს მათი სწრაფი თამაშის შესაფერხებლად. შეხვედრაში ორივე გოლი პენალტით გავიდა, ჯერ დიოკერეშმა გაიტანა, შემდეგ კი ალვარესმა გაათანაბრა.
ფინალისტის ვინაობა მომავალ სამშაბათს ლონდონში გაირკვევა.