მანჩესტერ იუნაიტედიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წამოსვლის შემდეგ, კაზემირომ კარიერა ინტერ მაიამიში გააგრძელა.
ბრაზილიელმა ნახევარმცველმა პრეზენტაციაზე მოულოდნელი განცხადება გააკეთა და აღიარა, რომ ლიონელ მესისთან ერთად თამაშზე ყოველდღე ოცნებობდა.
34 წლის ფეხბურთელის თქმით, ისტორიაში საუკეთესო მოთამაშის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის ურთულესი იყო და მის შესაჩერებლად თანაგუნდელების დახმარება მუდმივად სჭირდებოდა. ახლა კი მისი მთავარი მიზანი არგენტინელის დახმარება და ტიტულების მოგებაა. კაზემირომ ახალი გუნდის რიგებში სადებიუტო შეხვედრა უკვე ჩაატარა და მონრეალთან 1-0 მოგებულ მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ფლორიდულ კლუბში ბრაზილიელის მთავარი ამოცანა დაცვის ხაზის გაძლიერება და იმ სიცარიელის ამოვსება იქნება, რომელიც გასული სეზონის ბოლოს სერხიო ბუსკეტსის წასვლის შემდეგ გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ ტრანსფერის გადაწყვეტამდე კაზემირომ რჩევა თანამემამულე კაკასგანაც მიიღო, რომელიც წარსულში მლს-ში ასპარეზობდა.