სტენ ვავრინკამ სოციალურ ქსელში უკმაყოფილება გამოთქვა.
"წარმოიდგინეთ, US Open-ის ჩემპიონს უთხრათ, რომ ის საკმარისად კარგი არ არის უაილდქარდისთვის... მაგრამ მისცე ის მათ, ვინც პოპკორნს ყიდიან.
ჩემი სახელი ამერიკული რომ იყოს, უაილდქარდი უკვე მექნებოდა. ასე მარტივადაა საქმე." - წერს შვეიცარიელი.
ვავრინკას ამერიკის ღია პირველობაზე ასპარეზობა უაილდქარდით სურდა, თუმცა ამაზე უარი მიიღო.
სტენი US Open-ის ჩემპიონი 2016 წელს გახდა. მას ასევე მოგებული აქვს ავსტრალიის ღია პირველობა (2014) და როლან გაროსი (2015).
