მერაბ დვალიშვილმა UFC 316-ის მედია დღეზე განაცხადა, რომ მას შონ ო'მალის დაფინიშება სურს.
"ამჯერად მეტად ფოკუსირებული ვიქნები ფინიშსა და ზიანზე. პირველი ბრძოლა ზედმეტად მარტივი იყო და მოშვებული ვიყავი.
მე ყველაფერი ვნახე და ყველაფერს ვაკონტროლებდი. მას ვაკოცე და დავცინოდი, მაგრამ ახლა უფრო მეტად ფინიშზე გავაკეთებ აქცენტს, რაზეც ვიმუშავე.
მზად ვარ მძიმე ბრძოლისთვის. მე ველოდები საუკეთესო შონ ო'მალის საუკეთესო ფორმაში.
როგორც ვთქვი, ფინიშისთვის ვემზადები, მაგრამ თუ ხუთი რაუნდი უნდა ვცემო, ამისთვისაც მზად ვარ." - განაცხადა მერაბმა.
დვალიშვილისა და ო'მალის საჩემპიონო რემატჩი 8 ივნისს გაიმართება.
UFC 316 - სუპერმსუბუქი წონის ორი სატიტულო ბრძოლა