მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
კარლო ანჩელოტის ჰკითხეს, ბარსელონა უკეთ თამაშობს, თუ რეალი.
„ბარსელონა ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, რეალი კი განსხვავებულს, მაგრამ ასევე ხარისხიანს. მომწონს რეალის თამაშიც და ბარსელონასიც. რთულია ამ ორი გუნდის სტილის შედარება, იმიტომ რომ დიდწილად ყველაფერი ფეხბურთელებზეა დამოკიდებული.
რეალი ბარსელონასგან განსხვავდება. შეიძლება მითხრათ, რომ ბარსა ძალიან კარგად თამაშობს, რეალი კი - ძალიან ცუდად. მაგრამ, მე მომწონს რეალის თამაში, უკვე სამი წელია ძალიან მომწონს.
არის უფრო მეტად და უფრო ნაკლებად რთული სეზონები, სხვადასხვანაირი სიტუაციები არსებობს. გუნდი ზოგჯერ ვერ თამაშობს ერთიდაიგივე სტრუქტურით. ფეხბურთელები იცვლებიან, სწორედ ამიტომ რთულდება გამორჩეული იდენტობის შენარჩუნება.
ის, ვინც ცდილობს ყოველთვის ერთი და იგივე იდენტობა შეინარჩუნოს, საბოლოოდ წარუმატებლობას აღწევს." - აღნიშნა რეალის თავკაცმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები