ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
კარლო ანჩელოტის რეალის ყველაზე ტიტულოვანთა მწვრთნელების სიაში ზინედინ ზიდანის გადასწრება შეუძლია.
ამ ეტაპზე, იტალიელი 11 მოგებული ტიტულით ზიდანთან ერთად მე-2 ადგილს იკავებს. თუმცა თუ სენსაცია არ მოხდება და რეალი ლა ლიგაში 11-ქულიან უპირატესობას არ გაანიავებს, მადრიდული კლუბი კარლოს ხელმძღვანელობით თავის მე-12 ტიტულს მოიგებს და ანჩელოტი ზიდანს გადაასწრებს.
მისი მომდევნო სამიზნე რეალის სხვა ლეგენდარული მწვრთნელი მიგელ მუნიესი იქნება, რომელმაც რეალთან ერთად 14 ტიტულის მოგება მოახერხა.
ლა ლიგის მოგებით, ანჩელოტის რეალში ყველა შესაძლო ტიტული 2-2-ჯერ ექნება მოგებული, რაც არცერთ სხვა მწვრთნელს არ გაუკეთებია.
კომენტარები
3 საათის წინ
7 საათის წინ
13 საათის წინ
1 დღის წინ