ფენერბაჰჩეს მთავარმა მწვრთნელმა, ისმაილ ქართალმა ჩემპიონთა ლიგაზე რომასთან მატჩის (1:1) შემდეგ თანამდებობა დატოვა.
საერთო ეტაპის 1-ლი ტურის შეხვედრა სტამბოლში გაიმართა. ქართალმა, რომელიც ფენერბაჰჩეს სათავეში ივნისში კარიერაში მესამედ ჩაუდგა, გადადგომის შესახებ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ეს გადაწყვეტილება ჩემი კლუბის კეთილდღეობისთვის მივიღე. ვტოვებ თანამდებობას და დაბრუნებას არასდროს ვაპირებ“, - განაცხადა ქართალმა.
თუმცა, ფენერბაჰჩეს პრეზიდენტმა, აზიზ იილდირიმმა განაცხადა, რომ მწვრთნელის გადადგომას არ იღებს:
„ისმაილ ქართალი კვლავ რჩება თანამდებობაზე. კლუბმა მხარი უნდა დაუჭიროს თავის მწვრთნელს. სანამ მე აქ ვარ, ისმაილ ქართალი ფენერბაჰჩეს მთავარი მწვრთნელი იქნება“, - აღნიშნა იილდირიმმა.