2024 წლის ოქროს ბურთის ცერემონიის სკანდალური დეტალები ახლახანს გავრცელდა სოციალურ ქსელში.
როგორც ესპანეთის ქალთა ნაკრების რეკორდსმენისა და სოკრატესის ჯილდოს მფლობელის, ჯენი ერმოსოს ძმის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული (და მოგვიანებით წაშლილი) პოსტიდან ირკვევა, ვინისიუს ჟუნიორს ცერემონიამდე პირადად უთხრეს, რომ მთავარი ჯილდოს მფლობელი თავად იქნებოდა.
ინსაიდერული ინფორმაციის თანახმად, მხარეებს წინასწარ ჰქონდათ შეთანხმებული, რომ ვინისიუსსა და ჯენის ჯილდოები ერთმანეთისთვის უნდა გადაეცათ.

მადრიდის რეალის ბრაზილიელმა ვარსკვლავმა და მისმა გარემოცვამ შედეგების უეცარი ცვლილებისა და როდრის გამარჯვების შესახებ მხოლოდ ბოლო მომენტში, მანჩესტერ სიტისგან შეიტყვეს, რამაც კლუბის მიერ ცერემონიის ბოიკოტირება გამოიწვია და ვინი და კლუბი დაჯილდოებაზე აღარ მისულან.