• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ხვიჩა კვარაცხელია და ევროპის საუკეთესო ფეხბურთელები სხვადასხვა წლებში
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

ხვიჩა კვარაცხელია და ევროპის საუკეთესო ფეხბურთელები სხვადასხვა წლებში

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი დაიწყო - პარი სენ-ჟერმენმა შინ სლოვან ბრატისლავა მიიღო და 6:1 გაანადგურა. მატჩის დაწყებამდე ხვიჩა კვარაცხელიას კუთვნილი ჯილდო გადაეცა - ქართველმა შემტევმა ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი პარკ დე ფრენსს წარუდგინა. დღევანდელ ბლოგში ამ ჯილდოსა და იმ ლეგენდარული ფეხბურთელების შესახებ მოგიყვებით, რომელთაც ეს აღიარება წლების განმავლობაში მიუღიათ.



უეფა ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს 2021/22 წლების სეზონიდან გადასცემს. მანამდე იყო უეფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო, რომელიც ევროპულ სანაკრებო ტურნირებში ნაჩვენებ შედეგსაც ითვალისწინებდა, ხოლო კიდევ უფრო ადრე, 1997-2010 წლებში - უეფას წლის საკლუბო მოთამაშე. საბოლოო ჯამში, მცირე განსხვავებებით, ეს ჯილდოები იმ სეზონში თუ კალენდარულ წელში ევროპის მასშტაბით საუკეთესო ფეხბურთელს გამოავლენდა.


ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშე: 2021/22-დღემდე.


2021/22 - კარიმ ბენზემა


განახლებული ჯილდოს პირველი მფლობელი კარიმ ბენზემა გახდა - საოცარი სეზონის შემდეგ, რომელიც ფრანგმა მადრიდის რეალთან ერთად ჩაატარა, აღიარება სრულიად დამსახურებულად მიიღო. უეფას ჯილდოს კი მალე ოქროს ბურთიც მოჰყვა. ბენზემას ჩემპიონთალიგური სეზონი მართლაც შთამბეჭდავი გამოდგა:


12 მატჩი - 15 გოლი, 2 ასისტი.
10 გოლი და 1 ასისტი პლეი-ოფში: ჰეთ-თრიქი პსჟ-სთან მერვედფინალში, ჰეთ-თრიქი ჩელსისთან სტემფორდ ბრიჯზე და გადამწყვეტი გოლი ბერნაბეუზე დამატებით დროში, დუბლი ეტიჰადზე სიტისთან, გოლი და ასისტი საპასუხო მატჩში.

ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი.




2022/23 - როდრი 


პეპ გვარდიოლასა და მანჩესტერ სიტის ნანატრი ტიტულის მთავარი შემოქმედი ესპანელი მაესტრო იყო, რაც დამსახურებული აღიარებით დასრულდა. ერლინგ ჰოლანდით, კევინ დე ბრუინითა და კიდევ არაერთი ვარსკვლავით დაკომპლექტებულ გუნდში ლიდერობა როდრიმ ითავა და გუნდს ნანატრი ტიტულისკენ გაუძღვა. გუნდის ხერხემალმა უმნიშვნელოვანესი გოლებიც გაიტანა - მეოთხედფინალში ერნანდესმა ბაიერნის კარი აიღო შორეული დარტყმით, ხოლო ფინალში მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა და თამაშის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც დაისაკუთრა.




2023/24 - ვინისიუს ჯუნიორი


მადრიდელთა უკანასკნელ ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფს ორი მთავარი შემოქმედი ჰყავდა - ჯუდ ბელინგემი და ვინისიუს ჯუნიორი. საბოლოოდ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ბრაზილიელს დარჩა, რაც საკმაოდ დამსახურებულიც იყო. ვინისიუსი ტურნირის ყველა ეტაპზე, ფაქტობრივად ყველა დიდ მატჩში შეუდარებელი იყო:


10 მატჩი - 6 გოლი, 4 საგოლე გადაცემა
6 გოლს პლუს საგოლე გადაცემა ფლეი-ოფში, შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გოლი მერვედფინალში ლაიფციგთან, ორი საგოლე გადაცემა მეოთხედფინალში მანჩესტერ სიტისთან, ორი გოლი ნახევარფინალში ბაიერნთან და გოლი ფინალში დორტმუნდთან.



2024/25 - უსმან დემბელე


კიდევ ერთი საოქროსბურთე სეზონი - ფრანგის საოცარ ჩემპიონთალიგურ კამპანიას ჯერ სეზონის საუკეთესოობისთვის განკუთვნილი ჯილდო მოჰყვა, შემდეგ კი ფეხბურთის დიდების დარბაზის სამუდამო საგზური - ოქროს ბურთი. 2024/25 წლების პარიზული ტრიუმფის მთავარი შემოქმედი მართლაც რომ დემბელე იყო:


15 მატჩი - 8 გოლი, 6 საგოლე გადაცემა
9 გოლს პლუს საგოლე გადაცემა პლეი-ოფში, ორი გოლი ბრესტთან გარდამავალ ეტაპზე, გამათანაბრებელი გოლი ლივერპულთან მერვედფინალში, ორი საგოლე გადაცემა ასტონ ვილასთან მეოთხედფინალში, გოლი და საგოლე პასი არსენალთან ნახევარფინალში და ორი საგოლე გადაცემა ინტერთან ფინალში.



2025/26 - ხვიჩა კვარაცხელია


სეზონი, რომლის მსგავსიც მხოლოდ ერთი-ორჯერ თუ გვინახავს - პარიზელთა მეორე ტრიუმფში ქართველმა ყველას აჩვენა, რომ თუ წინა წელს პსჟ დემბელეს გუნდი იყო, ახლა ყველაფერი შეიცვალა, საჭეს ხვიჩა მიუჯდა და ყველაფერი თავად გადაწყვიტა. უმაღლესი დონის თამაშის ხარისხთან ერთად ქართველმა საოცარი სტატისტიკაც გამოაცხო და კუთვნილი ჯილდო ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე დაისაკუთრა. 


16 მატჩი - 10 გოლი, 6 ასისტი.
7 გოლი, 3 ასისტი პლეი-ოფში: გოლი მონაკოსთან გარდამავალ ეტაპზე, 3 გოლი და ასისტი ჩელსისთან მერვედფინალში, გოლი და ასისტი ლივერპულთან მეოთხედფინალში, 2 გოლი და ასისტი ბაიერნთან ნახევარფინალში, ფინალში მოპოვებული თერთმეტმეტრიანი.


მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი 3 საპლეიოფო მატჩში.

სეზონის საუკეთესო ასისტენტი (ჰაკიმისა და ოლისესთან ერთად).



უეფას წლის საუკეთესო ფეხბურთელი 2010-2023


უეფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო უმეტესად სწორედ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემოდა - ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზისგან განსხვავებით, ამ ნომინაციაზე გავლენას ევროპის ჩემპიონატი თუ სხვა უეფას რანგით გამართული სანაკრებო ტურნირებიც ახდენდა.


2010/11 - ლიონელ მესი - ბარსელონა

2011/12 - ანდრეს ინიესტა - ბარსელონა

2012/13 - ფრანკ რიბერი - მიუნხენის ბაიერნი

2013/14 - კრიშტიანუ რონალდუ - მადრიდის რეალი

2014/15 - ლიონელ მესი - ბარსელონა

2015/16 - კრიშტიანუ რონალდუ - მადრიდის რეალი

2016/17 - კრიშტიანუ რონალდუ - მადრიდის რეალი

2017/18 - ლუკა მოდრიჩი - მადრიდის რეალი

2018/19 - ვირჯილ ვან დეიკი - ლივერპული

2019/20 - რობერტ ლევანდოვსკი - მიუნხენის ბაიერნი

2020/21 - ჟორჟინიო - ჩელსი

2021/22 - კარიმ ბენზემა - მადრიდის რეალი

2022/23 - ერლინგ ჰოლანდი - მანჩესტერ სიტი



უეფას საუკეთესო საკლუბო ფეხბურთელი 1997-2010


ეს ჯილდოც ფაქტობრივად იგივეა რაც დღევანდელი პრიზი - ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მსგავსად ფეხბურთელებს ბოლო წლებში ისეთივე ვიზუალის ვერცხლის ბურთი გადაეცემოდათ, როგორიც გუშინ ხვიჩა კვარაცხელიას გადასცეს.


1997/98 - რონალდო - ინტერი

1998/99 - დევიდ ბექჰემი - მანჩესტერ იუნაიტედი

1999/00 - ფერნანდო რედონდო - მადრიდის რეალი

2000/01 - შტეფან ეფენბერგი - მიუნხენის ბაიერნი

2001/02 - ზინედინ ზიდანი - მადრიდის რეალი

2002/03 - ჯანლუიჯი ბუფონი - იუვენტუსი

2003/04 - დეკუ - პორტუ

2004/05 - სტივენ ჯერარდი - ლივერპული

2005/06 - რონალდინიო - ბარსელონა

2006/07 - კაკა - მილანი

2007/08 - კრიშტიანუ რონალდუ - მანჩესტერ იუნაიტედი

2008/09 - ლიონელ მესი - ბარსელონა

2009/10 - დიეგო მილიტო - ინტერი




ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

კარიმ ბენზემა
მესი
რონალდო
უსმან დემბელე
ვინისიუსი
ხვიჩა კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ხვიჩა ოქროს ბურთის ათეულს მიღმა? - ტოპ 10

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ხვიჩა ოქროს ბურთის ათეულს მიღმა? - ტოპ 10
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია - როგორ დაიპყრო კვარადონამ ევროპა?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია - როგორ დაიპყრო კვარადონამ ევროპა?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლუის ენრიკე: „კვარაცხელიას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლუის ენრიკე: „კვარაცხელიას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ახალი სკანდალური ინფორმაცია 2024 წლის ოქროს ბურთსა და ვინიზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ახალი სკანდალური ინფორმაცია 2024 წლის ოქროს ბურთსა და ვინიზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

6 სთ წინ

ხვიჩა ოქროს ბურთის ათეულს მიღმა? - ტოპ 10

News image

5 სთ წინ

ხვიჩა კვარაცხელია - როგორ დაიპყრო კვარადონამ ევროპა?

News image

2 სთ წინ

ლუის ენრიკე: „კვარაცხელიას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია"

News image

39 წთ წინ

ახალი სკანდალური ინფორმაცია 2024 წლის ოქროს ბურთსა და ვინიზე

კომენტარები

ლინკის დაკოპირება