პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგაზე სლოვანთან გამარჯვების (6:1) შემდეგ იმ ფეხბურთელებზე ისაუბრა, რომლებსაც ოქროს ბურთის მოგება შეუძლიათ.
„ხვიჩა კვარაცხელია და დეზირე დუე აღშფრთოვანებას იწვევენ, საოცარი ფეხბურთელები არიან. ჩემი აზრით, კვარა არის მოთამაშე, რომელსაც ოქროს ბურთის მოგება შეუძლია. იგივე ეხება უსმან დემბელეს, ვიტინიასა და ფაბიან რუისს.
ეს მშვენიერია როგორც ჩემთვის - მწვრთნელისთვის, ასევე ჩვენი გულშემატკივრებისთვის. როდესაც ფანები მღერიან „უსმანი - ოქროს ბურთის მფლობელია“, ეს ის შეძახილია, რომელიც მომავალში მათ შეუძლიათ უკვე სხვა მოთამაშეს მიუძღვნან.
ის ფაქტი, რომ ჩვენი გუნდი 30 ნომინანტის სიიდან ყველაზე მეტი მოთამაშითაა წარმოდგენილი, ჩვენთვის დამატებითი სტიმულია - სწორედ ეს ასახავს პსჟ-ის არსს“, - განაცხადა ლუის ენრიკემ.
სლოვანთან (6:1) გუშინდელ მატჩში კვარას მონაწილეობა ენრიკეს გადაწყვეტილებით არ მიუღია.