ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა განაცხადა, რომ ოქროს ბურთს ლამინ იამალს გადასცემდა.
„ის ჩემი ფეხბურთელია და რა თქმა უნდა, იმსახურებს ოქროს ბურთს. მას გამორჩეულ მოთამაშედ მივიჩნევ, რასაც ყოველ მატჩში ვხედავთ. ის ამ ჯილდოს ნამდვილად იმსახურებს.
რაფინიამ ფეიენოორდის წინააღმდეგ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ის და პედრი ოქროს ბურთის პრეტენდენტთა 30-კაციან სიაში უნდა იყვნენ, თუმცა ეს ის არის, რასაც ჩვენ ვერ შევცვლით“, - განაცხადა ფლიკმა.
აღსანიშნავია, რომ ფლიკის მიერ ნახსენები რაფინია და პედრი 30 ნომინანტს შორის ვერ მოხვდნენ.
BREAKING: კვარა ოქროს ბურთზე წარადგინეს! 30 ნომინანტი გაირკვა