Ballon d'Or-ის ოფიციალურმა გვერდმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ხვიჩა კვარაცხელია 2026 წლის ოქროს ბურთისთვის ბრძოლაზე საუბრობს.
ჟურნალისტი: ,,ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი კანდიდატი ხარ, სხვებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშეს. ფიქრობ, რომ შესაძლებელია ოქროს ბურთის მოგება მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის გარეშე?"
ხვიჩა: ,,ვფიქრობ, ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. ეს დამოკიდებულია ხალხზე, ვინც ამ გადაწყვეტილებას იღებს. მაგრამ იმ მოთამაშეებს შორის ყოფნა, რომლებიც ბრძოლაში არიან, დიდი პატივია.
ცხოვრებასა და ფეხბურთში ყველაფრის მჯერა. სწორედ ამიტომაა, რომ დღეს პსჟ-ში ვარ და ამით ძალიან ვამაყობ.
ჟურნალისტი: ,,იცი რამდენჯერ მოიგო ოქროს ბურთი ფეხბურთელმა, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშია? მხოლოდ ერთხელ, 1978 წელს, კევინ კიგანმა. ამიტომ ეს შესაძლებელია.
ზოგიერთმა ძველმა მოთამაშემ თქვეს, რომ შენ მათი ფავორიტი ხარ. მაგალითად მიშელ პლატინიმ და ტონი კროოსმა.
ხვიჩა: ,,პატივია, როცა ასეთი ლეგენდები ამბობენ, რომ ჯილდოს ვიმსახურებ. უკვე პატივია, როცა პლანეტაზე ერთი ადამიანი მაინც იტყვის, რომ ფეხბურთში ერთ-ერთ უდიდეს ჯილდოს ვიმსახურებ.
ეს ნიშნავს, რომ მე ჩემს საქმეს სწორად ვაკეთებ, მინდა, რომ ამ დონეზე ყოფნა გავაგრძელო და ვნახო, ცხოვრება რას მომიტანს. მე ყველაფრისთვის მზად ვარ."
პირველად 20 წლის შემდეგ - რა გამოარჩევს კვარას ოქროს ბურთის სიაში?