• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
„როცა ხედავ, რას მიაღწია მან“ - ანრიმ ოქროს ბურთის ფავორიტი დაასახელა
ფეხბურთიფეხბურთი

„როცა ხედავ, რას მიაღწია მან“ - ანრიმ ოქროს ბურთის ფავორიტი დაასახელა

09 სექ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

2026 წლის ოქროს ბურთის 30 ნომინანტის გამოცხადების შემდეგ, ტიერი ანრიმ საკუთარი გამარჯვებული დაასახელა და არჩევანის მიზეზებიც განმარტა.


თუმცა, მისი თქმით, „ყველაფერი ისე მარტივად არ არის, როგორც გასულ წელს“ და „რამდენიმე გამორჩეული კანდიდატია“.


ოქროს ბურთის კიდევ ერთი ფრანგი გამარჯვებული? 2022 წელს ქარიმ ბენზემასა და 2025 წელს უსმან დემბელეს ტრიუმფის შემდეგ, ტიერი ანრის აზრით, პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი კვლავ ფრანგი შეიძლება გახდეს.


1998 წლის მსოფლიო ჩემპიონმა CBS Sports-ის ეთერში განაცხადა:


ყველაფერი ისე მარტივად არ არის, როგორც გასულ წელს, როდესაც ვამბობდი: ‘დემბელე, დემბელე, დემბელე’. მაშინ ჩემს გონებაში ყველაფერი ძალიან ნათელი იყო. წელს არჩევანის გაკეთება უფრო რთულია


ამის შემდეგ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა ოქროს ბურთის მომდევნო გამარჯვებულის შერჩევისას საკუთარი მსჯელობა განმარტა და რამდენიმე პოტენციური კანდიდატი გამორიცხა.


„რაც შეეხება ჰარი კეინს, გასულ სეზონში გერმანიაში საუკეთესო ფეხბურთელი მაიკლ ოლისე იყო. ჯუდ ბელინგემს კი რეალში კარგი წელი არ ჰქონია, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე კარგად ითამაშა“.


მის გეგმებში არც მსოფლიო ჩემპიონები არიან:


„როდრის ფანტასტიკური მსოფლიო ჩემპიონატი ჰქონდა, მაგრამ მანჩესტერ სიტიში ბევრი არ უთამაშია. ლამინ იამალს კი კარგი მსოფლიო ჩემპიონატი არ ჰქონია, რადგან ტურნირზე ტრავმირებული ჩავიდა“.


საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა პოტენციური გამარჯვებულების განხილვა განაგრძო. მისი თქმით, სიტუაცია უფრო რთულდება ერლინგ ჰალანდის შემთხვევაში, თუმცა ნორვეგიელი მაინც ქვემოთ დააყენა იმ ფეხბურთელებთან შედარებით, რომლებიც მანამდე ახსენა.


შემდეგ ანრი თავის სიაში პსჟ-ს ერთადერთ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე, გადავიდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ქართველს პარიზულ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა, ტიერი ანრისთვის მის მინუსად რჩება ის ფაქტი, რომ კვარაცხელიას მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშია.


განხილვაში ლიონელ მესიც მოხვდა. ბრიტანული არხის ექსპერტმა აღნიშნა, რომ არგენტინელს მსოფლიო ჩემპიონატი რომ მოეგო, „ოქროს ბურთსაც მოიგებდა“.


ამის შემდეგ „ტიტის“ წინაშე საბოლოო დილემა დარჩა, თუმცა გადაწყვეტილება სწრაფად მიიღო:


„და ბოლოს, მხოლოდ მაიკლ ოლისე რჩება, რომელიც ძალიან ახლოს არის ჩემს ფავორიტ კილიან მბაპესთან. დიახ, ხალხი მეტყვის, რომ მას არაფერი მოუგია.


თუმცა, ისტორიაში ნამდვილად ყოფილა შემთხვევები, როდესაც ფეხბურთელს ოქროს ბურთი ტიტულის მოგების გარეშე მიუღია“, - განაცხადა მან, მიუხედავად იმისა, რომ მბაპეს სეზონი გუნდური ტიტულების გარეშე დასრულდა.


2003 წლის ოქროს ბურთის მეორეადგილოსანი არჩევანისას უპირატესობას რეალის ვარსკვლავის შთამბეჭდავ ინდივიდუალურ სტატისტიკას ანიჭებს:


როდესაც ხედავ, რას მიაღწია მან ინდივიდუალურ დონეზე... ის ჩემპიონთა ლიგის, ლა ლიგისა და მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 


მასთან, ვფიქრობ იმ გოლების რაოდენობაზეც, რომლებიც მას უკვე მსოფლიო ჩემპიონატზე აქვს გატანილი, ის ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია და ასევე ჩემპიონთა ლიგაში მის გოლებზე. ეს უბრალოდ სიგიჟეა.


უბრალოდ მინდოდა ამეხსნა, რომ წელს გამარჯვებისთვის ბევრი ფეხბურთელი იბრძვის და აშკარა ფავორიტი არ არსებობს. თუმცა, მე კილიანს ავირჩევდი“, - დაასრულა ანრიმ და დაამატა, რომ „მაიკლ ოლისე მასთან ძალიან ახლოსაა“.


2026 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულის ვინაობა 26 ოქტომბერს, ლონდონში გახდება ცნობილი.


BREAKING: კვარა ოქროს ბურთზე წარადგინეს! 30 ნომინანტი გაირკვა

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ოქროს ბურთი
ანრი
მბაპე
ხვიჩა კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია - როგორ დაიპყრო კვარადონამ ევროპა?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია - როგორ დაიპყრო კვარადონამ ევროპა?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლუის ენრიკე: „კვარაცხელიას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლუის ენრიკე: „კვარაცხელიას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია და ევროპის საუკეთესო ფეხბურთელები სხვადასხვა წლებში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია და ევროპის საუკეთესო ფეხბურთელები სხვადასხვა წლებში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ახალი სკანდალური ინფორმაცია 2024 წლის ოქროს ბურთსა და ვინიზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ახალი სკანდალური ინფორმაცია 2024 წლის ოქროს ბურთსა და ვინიზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

5 სთ წინ

ხვიჩა კვარაცხელია - როგორ დაიპყრო კვარადონამ ევროპა?

News image

3 სთ წინ

ლუის ენრიკე: „კვარაცხელიას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია"

News image

2 სთ წინ

ხვიჩა კვარაცხელია და ევროპის საუკეთესო ფეხბურთელები სხვადასხვა წლებში

News image

1 სთ წინ

ახალი სკანდალური ინფორმაცია 2024 წლის ოქროს ბურთსა და ვინიზე

კომენტარები

ლინკის დაკოპირება