• ფეხბურთიNEW
  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი
NEW

ფეხბურთი

ქვიზები

სიახლეები

ფეხბურთი

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ოქროს ბურთის ტოპ 10: რას წერს The Athletic კვარაცხელიაზე?
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

ოქროს ბურთის ტოპ 10: რას წერს The Athletic კვარაცხელიაზე?

09 სექ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ოქროს ბურთის 30 ნომინანტის ვინაობა უკვე ცნობილია, The Athletic-მა კი დაასახელა და შეაფასა 10 ფეხბურთელი, რომლებსაც მომავალ თვეში პრესტიჟული ჯილდოს მოგების ყველაზე დიდი შანსი აქვთ.


1. ჰარი კეინი

2. მაიკლ ოლისე

3. როდრი

4. კილიან მბაპე

5. ერლინგ ჰალანდი

6. ხვიჩა კვარაცხელია

7. ლამინ იამალი

8. ლუის დიასი

9. ჯუდ ბელინგემი

10. ლიონელ მესი


The Athletic ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს:


,,პსჟ-ის მიერ ზედიზედ მეორედ შესრულებული ლიგა 1-ისა და ჩემპიონთა ლიგის დუბლი უფრო მეტად გუნდური ძალისხმევის შედეგი იყო, ვიდრე რომელიმე კონკრეტული ფეხბურთელის ინდივიდუალური ბრწყინვალების.


თავისი როლი ტრავმებმაც ითამაშა, გარკვეულ მონაკვეთებში გუნდის დაცვა და ნახევარდაცვა ვარსკვლავებით დაკომპლექტებულ შეტევასაც კი სჯობდა.


მარკინიოსმა, ვილიან პაჩომ, ნუნუ მენდეშმა, ვიტინიამ და ჟოაუ ნევეშმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარეს, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატზე არასტაბილურმა ასპარეზობამ მათ შანსებზე უარყოფითად იმოქმედა.


ოქროს ბურთის მოქმედმა მფლობელმა უსმან დემბელემ მსოფლიო ჩემპიონატზე შესანიშნავად ითამაშა და 6 გოლი გაიტანა, თუმცა ტრავმების გამო ლიგა 1-სა და ჩემპიონთა ლიგაზე ჯამში 2 000 წუთზე ნაკლები ითამაშა.


ფაბიან რუისმა, რომელმაც ესპანეთთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, მუხლის პრობლემის გამო ასევე ბევრი მატჩი გამოტოვა.


ყოველივე ამის ფონზე, საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე არყოფნა შესაძლოა ხვიჩა კვარაცხელიასთვის ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში ერთგვარი უპირატესობაც კი აღმოჩნდეს.


25 წლის ქართველი ხშირად როტაციის ნაწილი იყო და ლიგა 1-სა და ჩემპიონთა ლიგაზე ჯამში მხოლოდ 2 623 წუთი ითამაშა, თუმცა მაინც მოახერხა 18 გოლის გატანა და 10 საგოლე გადაცემის შესრულება.


ამ სიაში მყოფ სხვა ფეხბურთელებთან შედარებით ეს სტატისტიკა შესაძლოა განსაკუთრებით შთამბეჭდავად არ გამოიყურებოდეს, მაგრამ კვარაცხელია გადამწყვეტ მომენტებში ყოველთვის ახერხებდა თავის გამოჩენას.


ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ და მეოთხედფინალურ ეტაპებზე კვარაცხელიამ 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო ბაიერნთან ნახევარფინალში 2-ჯერ გაიტანა და ერთხელ თანაგუნდელს გაატანინა.


არსენალთან ჩემპიონთა ლიგის ფინალში სწორედ მან მოიპოვა პენალტი, რომლის წყალობითაც პსჟ-მ ანგარიში გაათანაბრა.


მსოფლიო ჩემპიონატის წელიც რომ იყოს, ჩემპიონთა ლიგაზე კვარაცხელიას მიერ ნაჩვენები თამაში სათანადო შეფასების გარეშე ვერ დარჩება.


ოქროს ბურთის გამარჯვებული 26 ოქტომბერს ლონდონში გამოვლინდება.


,,ეს ჩემზე არაა დამოკიდებული" - კვარაცხელიას კომენტარი ოქროს ბურთზე

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ოქროს ბურთი
ხვიჩა კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ანრი ოქროს ბურთზე: "ყურადღება მიაქციეთ კვარაცხელიას"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ანრი ოქროს ბურთზე: "ყურადღება მიაქციეთ კვარაცხელიას"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ქოჩორაშვილი: "კვარას ყველგან დავიცავ"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ქოჩორაშვილი: "კვარას ყველგან დავიცავ"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარაცხელია ლემანის მჭიდრო დაცვის წინააღმდეგ - რას ველოდოთ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარაცხელია ლემანის მჭიდრო დაცვის წინააღმდეგ - რას ველოდოთ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლუის ენრიკე ხვიჩა კვარაცხელიას ცუდ ფორმაზე საუბრობს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლუის ენრიკე ხვიჩა კვარაცხელიას ცუდ ფორმაზე საუბრობს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

07 ოქტ, 2026

ანრი ოქროს ბურთზე: "ყურადღება მიაქციეთ კვარაცხელიას"

News image

08 ოქტ, 2026

ქოჩორაშვილი: "კვარას ყველგან დავიცავ"

News image

16 სთ წინ

კვარაცხელია ლემანის მჭიდრო დაცვის წინააღმდეგ - რას ველოდოთ

News image

16 სთ წინ

ლუის ენრიკე ხვიჩა კვარაცხელიას ცუდ ფორმაზე საუბრობს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება