2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ოქროს ბურთის მოგების მთავარი პრეტენდენტების 30-კაციანი სია უკვე ცნობილია.
ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემა The Independent-მა ინდივიდუალური ჯილდოს მოპოვების 10 ყველაზე რეალური კანდიდატის განახლებული რეიტინგი შეადგინა.
წარმოგიდგენთ 2026 წლის ოქროს ბურთის ფავორიტთა სრულ ათეულს:
10. ვინისიუს ჟუნიორი: მადრიდის რეალის ბრაზილიელმა ვარსკვლავმა სეზონი 22 გოლით დაასრულა. მიუხედავად იმისა, რომ კლუბთან და ნაკრებთან ერთად ტიტულის მოგება ვერ შეძლო, ის ათეულში ადგილს მაინც ინარჩუნებს.
9. მაიკლ ოლისე: ბაიერნსა და საფრანგეთის ნაკრებში ბრწყინვალე ასპარეზობით ოლისემ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო შემტევის სტატუსი დაიმკვიდრა და ფავორიტთა შორის დაიმსახურა ადგილი.
8. ჯუდ ბელინგემი: ტრავმებით დამძიმებული საკლუბო სეზონის შემდეგ, ბელინგემმა მუნდიალზე ბრწყინვალედ ითამაშა და ინგლისის ნაკრებს ბრინჯაოს მედლების მოპოვებაში დაეხმარა.
7. ერლინგ ჰოლანდი: მანჩესტერ სიტის თავდამსხმელმა საკლუბო დონეზე მორიგი 38-გოლიანი სეზონი ჩაატარა და დუბლი შეასრულა, ხოლო ნორვეგიის ნაკრები მუნდიალის მეოთხედფინალში გაიყვანა.
6. უსმან დემბელე: პარიზელთა შემტევმა პსჟ-სთან ერთად ლიგა 1 და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, თუმცა საფრანგეთის ნაკრების მუნდიალზე ნახევარფინალური მარცხის გამო ოქროს დუბლი ვერ გაიფორმა.
5. ლიონელ მესი: 39 წლის ასაკში არგენტინელმა მუნდიალზე 8 გოლი გაიტანა და ნაკრები ფინალში გაიყვანა. მამის გარდაცვალების გამო გამოცხადებული სანაკრებო კარიერის დასრულება მიანიშნებს, რომ ეს მისთვის ოქროს ბურთის მოგების ბოლო შანსია.
4. კილიან მბაპე: რეალში ჩატარებული 42-გოლიანი სეზონისა და მუნდიალზე მოპოვებული ოქროს ბუცის (10 გოლი) შემდეგ, ფრანგი ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
3. ლამინ იამალი: 19 წლის ტალანტი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 20 წლამდე ასაკში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები მოიგო. ბარსელონაში მან სეზონი 24 გოლითა და 18 საგოლე გადაცემით დაასრულა.
2. ჰარი კეინი: ბაიერნში გატანილი 61 გოლითა და ეროვნულ გუნდში სარეკორდო შედეგით კეინი ჯილდოს მოპოვების ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად რჩება.
1. როდრი: მსოფლიო ჩემპიონატის მოგებისა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშის (ოქროს ბურთის) ტიტულის მოპოვების შემდეგ, რეიტინგს სათავეში ესპანელი ნახევარმცველი უდგას.