ასტონ ვილა ჯეიმი კარაგერის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას დაიწყებს, კლუბისა და მისი გულშემატკივრების მიმართ გამოთქმული მიუღებელი შეურაცხყოფის გამო.
„ასტონ ვილა არავის მისცემს უფლებას, ხელი შეუშალოს კლუბის წინსვლას ინგლისურ და ევროპულ ფეხბურთში." - წერია კლუბის განცხადებაში.
ჯეიმი კარაგერმა ასტონ ვილას გულშემატკივრებს მოუწოდა, „მოკეტონ“, მას შემდეგ, რაც მათ გააკრიტიკეს მისი მოსაზრება, რომლის თანახმადაც, უნაი ემერიმ ასტონ ვილა უნდა დატოვოს და მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი გახდეს.
ასტონ ვილა ვერასდროს იქნება მანჩესტერ იუნაიტედი.
რა თქმა უნდა, ემერის უნდა სურდეს, რომ კვლავ მიეცეს შესაძლებლობა, დიდი კლუბი გაწვრთნას. ფეხბურთში გარკვეული იერარქია არსებობს, მოგწონთ ეს თუ არა.
რეალი მანჩესტერ იუნაიტედის საუკეთესო ფეხბურთელს წაიყვანს, როგორც ეს კრიშტიანუ რონალდუს შემთხვევაში გააკეთა.
ასე რომ, მოკეტეთ, ასტონ ვილას გულშემატკივრებო! ასტონ ვილა ვერასდროს იქნება მანჩესტერ იუნაიტედი." - განაცხადა კარაგერმა.